საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

პოლიტიკა 15 Sep 2020 23:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს

ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი -

მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი

და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის

ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის

ფარგლებში ეწვივნენ.


სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს

გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა

და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის,

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და

კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.



კომენტარები:

ფართი შოპი