შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

სამართალი 15 Sep 2020 23:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.თ განზრახ მკვლელობის

ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების

ნიადაგზე, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით

სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული

ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით

მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი