"ტყუილ დაპირებებს ჩემგან ვერ მოისმენენ. ვამბობ და ვპირდები მხოლოდ იმას, რასაც აუცილებლად გავაკეთებ"- კახა კახიშვილი ვაზისუბნის მე-8 ლეგიონის დასახლებისა და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეხვდა

Facebook ამბები 15 Sep 2020 12:24

"ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად, ვაზისუბნის მე-8 ლეგიონის დასახლებისა და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის მცხოვრებლებთან გვქონდა საინტერესო შეხვედრა."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი.


"ვისაუბრეთ ადგილობრივების საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.


შეკრებილ მოსახლეობას ის ინიციატივები გავაცანი, რომლებიც მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


ისნელებმა უკვე იციან, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ხალხის სიყვარული და ნდობაა. ამიტომ, ტყუილ დაპირებებს ჩემგან ვერ მოისმენენ. ვამბობ და ვპირდები მხოლოდ იმას, რასაც აუცილებლად გავაკეთებ."
- წერს კახა კახიშვილი. 






კომენტარები:

ფართი შოპი