"დღეს გავიგე - "პრიორიტეტი" დახურულა!... მაკა კი თავის გზას იპოვის, არ დაიკარგება!"

12 Jan 2018 18:30

ზაზა სვანაძე, რეჟისორი, ჟურნალისტი:


_დაახლოებით ერთი წლის წინ, ლიზა ვადაჭკორიამ მიმიწვია თავის გადაცემაში ( კრაზანა ) - მაკა რაზმაძის გვერდზე მომიწია ჯდომა, სტუმრებს შორის იყვნენ კოლეგა-ჟურნალისტები, შოუ-ბიზნესის სახეები, ქართველი სელებრითები ერთი სიტყვით. ვისაუბრეთ ინტერნეტ-ბულინგის თავისებურებებზე, აგრესიაზე და აშ., თითქოს 10 წუთის წინ იყო ეს საუბარი, ახლაც ცხადად მახსოვს მაკას სიტყვები: აღარც კი მეგონა ძველი ეკრანული წარმატება თუ დამიბრუნდებოდაო, თითქოს შეგუებულიც ვიყავი ამასო... ძალიან ჩამაფიქრა რაზმაძის სიტყვებმა, ადამიანთან წარმატება დაბრუნდა - წლების, დიდხნიანი პაუზის შემდეგ.


დღეს გავიგე, რომ 'პრიორიტეტი" დახურულა! წარმატებებს ვუსურვებ მაკას, ის მაღალი მორალის ადამიანია! ძალიან ვაფასებ და მინდა რომ თავისი სატელევიზიო ადგილი კვლავაც იპოვოს! ხოლო იმ ხალხს ვისაც 'პრიორიტეტის" დახურვა გაგიხარდათ და ამ სიხარულს ვერ მალავთ,  მინდა გითხრათ, რომ არ იქცევით სწორად ! ამასაც რბილად გეუბნებით ! ელისო კილაძე შეიძლება გძულდეთ, მაგრამ სიძულვილმა არ უნდა დაგაბრმავოთ! სასურველია სხვა პრიორიტეტები  აირჩიოთ, 'ქრონიკა+"ის რედაქტორის მიღმაც - ჩემი რჩევაა ) - მაკა კი თავის გზას იპოვის, არ დაიკარგება !

კომენტარები: