თამარ ჩერგოლეიშვილი: უამრავი კითხვა მაქვს ხელისუფლებასთან...

12 Jan 2018 00:52

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" მთავარი რედაქტორი:


უამრავი კითხვა მაქვს ამ ხელისუფლებასთან:


- რატომ გაათავისუფლეს ჩატაევი?
- რა იყო უჩა ნანუაშვილის ინტერესი?
- როგორ შემოვიდა ჩატაევი ქვეყანაში?
- როგორ დააგროვა იარაღის უზარმაზარი არსენალი?
- ვინ იყვნენ მისი "ფეხები"?
- ვინ მფარველობდა ხელისუფლებაში და ა. შ.


ერთ-ერთი კითხვა ისიცაა, ყავთ თუ არა კონტროლზე აყვანილი ისინი, ვინც სოციალურ მედიაში ისლამურ სახელმწიფოს გულშემატკივრობს.


ეჭვი მაქვს რომ არა - ეჭვი მაქვს რომ ჩვენგან გაიგეს ამ გვერდის შესახებ (რომელიც უდიდესი ალბათობით მართლაც გარდაცვლილ კაცს ეკუთვნის - დებიც და ნათესავებიც ამ გვერდს ნიშნავენ), თორემ იმედზე ვნახავდით, აუცილებლად.


"ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით - ეკუთვნის თუ არა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს, შესწავლილი აქვს თუ არა სუს-ს გვერდის შინაარსი და თუ იცოდა გვერდის არსებობის შესახებ, რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ".


კომენტარები: