ირაკლი კუპრაძე: ერთხელ მაინც ჩადით პანკისში და უბრალოდ, ესაუბრეთ ამ ხალხს!

11 Jan 2018 22:37

ირაკლი კუპრაძე, "მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი


_დღეს პანკისში ვიყავი მეგობრებთან ერთად, მოვისმინე ქისტების სიტყვა, პოზიციები და გულისტკივილი. უფრო მეტად დავრწმუნდი - ,,სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!"


კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აზრი გამიმყარდა: სამოქალაქო გაბედულების გარეშე არ არსებობს არანაირი აქტივიზმი. ეს გაბედულება კი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრს არ აღმოაჩნდა, თავისი გაუბედავობის გადასაფარად კი მტკივნეული საკითხების პრიმიტიული კრიტიკა დაიწყეს ისე, რომ საკითხი შინაარსობრივადაც კი არ იციან.


არასდროს არ უნდა შეუშინდე უმძიმეს იარლიყებსაც კი, როცა ვიღაცის გასაჭირს ხედავ, მას კი შენი სოლიდარობა ჭირდება. პარალელურად კი, ცხადად ჩანს აუცილებლობა, როგორ უნდა იყო განსხვავებული მეინსტრიმ სამოქალაქო მოძრაობებისაგან და NGO-ებისგან, როგორ უნდა შექმნა ახალი სოლიდარობის სიტყვა და პრეცედენტი.


ერთხელ მაინც ჩადით პანკისში და უბრალოდ ესაუბრეთ ამ ხალხს, სულ სხვანაირადაა ყველაფერი ვიდრე სახელისუფლებო საინფორმაციო ღრუები და ჩინოვნიკები გვჩრიან.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო ჩემთვის.


ისევ და ისევ, სოლიდარობა პანკისს: პანკისი არ არის შორს!

კომენტარები:

ფართი შოპი