მალხაზ გულაშვილი: რატომ არავის აღარ გახსოვთ მოკლული სპეცრაზმელის ოჯახი, ან თვითონ ვანო?!

11 Jan 2018 20:52

მალხაზ გულაშვილი, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან ტაიმსის" დამფუძნებელი:


_რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში? როგორც მე გავიგე იგი გეგმავდა გზა შეექმნა ტერორისტებისათვის რათა ისინი დაუბრკოლებლად გადასულიყვნენ რუსეთში და მსოფლიო ჩემპიონატისთვის იქ "კარგი" ცეცხლი დაენთოთ.


საქართველოს უშიშროებამ გაანეიტრალა ეს საფრთხე. მხოლოდ  ჯერჯერობით... 


რა იქნება შემდეგ? ეს არის დიდი კითხვა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ის ისტერიკა, რაც ახლა ხდება საქართველოში უფრო მეტად მაშფოთებს, ვიდრე სხვა რამ.


რა ხდება, სულ დავბრმავდით და დავყრუვდით ქართველები? რატომ  არავის აღარ გახსოვთ მოკლული სპეცრაზმელის ოჯახი, ან თვითონ ვანო ,რომელმაც თქვენი გულისთვის თავი გასწირა?! კი მაგრამ, ხომ ვერ გაიხსენებთ ვისთან ბრძოლას შეეწირა იგი, ან რატომ და ვინ ეხმარებოდა ამ ტერორისტებს საქართველო რუსეთის გზის აწყობაში  ვინ აფინანსებდა, ვინ ხელს უწყობდა,  ეს ჰაერზე ხომ არ ხდება? 


რატომ  არ  მიიღო პარლამენტმა კანონი, რომ დაცული იქნას  უფრო  მეტად  უსაფრთხოება და  უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ან რატომ  უნდა  უგოროთ კოჭი ყველას ჩვენ?

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი