ნიკა ქავთარაძე: კეთილი იდეა მაქვს, თუ მოგეწონებათ გაიზიარეთ...

11 Jan 2018 20:30

ნიკა ქავთარაძე:


ეგეთი კეთილი იდეა მაქვს:

(თუ მოგეწონებათ გააზიარეთ თქვენთანაც <3 <3 <3 )


"ნიკორას" აქვს დაგროვების ბარათი. რაღაცას რომ ყიდულობ, ამ ბარათს ატარებ და ფული გიგროვდება.( ბევრი არა, მაგრამ მაინც გამომდგომია ხოლმე)

ხოდა,

✔ ვირჩევ ერთ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს, ვისაც საჭმლის პრობლემა აქვს.

✔ ვარჩევ "ნიკორას" ერთ-ერთ სუპერმარკეტს

✔ ვიღებ ერთ ახალ ბარათს

✔ მთელი დღის განმავლობაში, ვინც ამ მარკეტში შემოვა, ვთხოვთ, რომ პროდუქტის შეძენისას, ეს ბარათი გაატაროს.

✔ დღის ბოლომდე ინტერნეტით ვაშუქებთ ამ ამბავს და ვთხოვთ ადამიანებს, მოვიდნენ ამ ფილიალში და შეიძინონ, რაც უნდათ - ოღონდ მერე ეს ბარათი გაატარონ

✔ დღის ბოლოს დავითვლით დაგროვილ თანხას (სავარაუდოდ 100-150 ლარი დაგროვდება მაააააქსიმუმ), "ნიკორაც" დაამატებს იმდენივეს და ამ თანხით  ავიღებთ იქვე პროდუქციას, რომელსაც გადავცემთ ამ გაჭირვებულ ადამიანს/ოჯახს.


ხომ ძალიან მარტივია? <3

ხომ არის კეთილი საქმე? <3

ხომ უნდა აწყობდეს "ნიკორას"?

Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი, აბა, თქვენ იცით <3

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი