„საარჩევნო პროცესი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს“- ინტერვიუ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის პროგრამების დირექტორთან

ინტერვიუ 14 Aug 2020 15:15

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშის პრეზენტაცია ჩაატარა.


სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი განმარტებით, კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა უზრუნვლეყო პოლიტიკური პლურალიზმის შესაძლებლობა და შექმნა საპარლამენტო მანდატების პროპორციულად განაწილების გარანტია.


საინფორმაციო პორტალ „მხარეს“ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის პროგრამების დირექტორი ლაშა ფარულავა ესაუბრა:

 

_ჩვენს მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო მისია ორიენტირებულია პირთა ჯგუფების ინფორმირებაზე, წინასაარჩევნო პროცესის ობიექტური სამართლებრივი შეფასებისა და პანდემიის პირობებში სახელმწიფო სერვისების ხელშეწყობისკენ, რათა მოხდეს არჩევნების უსაფრთხო და თანაბარ გარემოში ჩატარება.


აღნიშნული კვლევა ჩატარდა საარჩევნო წლის სამართლებრივი ანალიზის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების და შენიშვნების გადამუშავებით. ასევე ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა გამოიყენა მეთოდოლოგია, რომელიც საარჩევნო პრინციპების და დემოკრატიის სტანდარტის შეფასების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების ადეკვატურია.


_ვისაუბროთ პოლიტიკურ კონტექსტზე. როგორ მივედით საარჩევნო ცვლილებებამდე, როგორია თქვენი შეფასება?


_2020 წლის 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) სისტემით უნდა ჩატარებულიყო. 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება შესრულდა 2020 წლის 29 ივნისს, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით.


2020 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, კონსტიტუციურ და საარჩევნო პროცესში. წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქართული დემოკრატიისთვის ის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება და პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ეხებოდა საარჩევნო სისტემას და მოდელს, რომელიც საბოლოოდ, დიდი სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით დასრულდა.


_როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა Covid 19-მა საარჩევნო პროცესზე და რა გამოწვევეის წინაშე დააყენა ქვეყანა? 


_ეპიდემიური სიტუაცია და საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები საეჭვოს ხდის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეფექტურ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მათ მონაწილეობას არჩევნებში და ამ მიზნით მოხსნას შეზღუდვები. უცხოელი დამკვირვებლების არასაკმარისი რაოდენობა შეიძლება კომპენსირდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებით და მხარდაჭერით.


პანდემიის რისკები, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოება არ უნდა აღმოჩნდეს. აუცილებელია, მათ შეუფერხებლად გამოხატონ თავისუფალი ნება და არჩევნების ჩატარებამდე, არაუგვიანეს 30 დღისა, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა მიეცეთ.


_ თქვენი დაკვირვებით, როგორ მიმდინარეობდა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის შესრულება ხელისუფლების მხრიდან?


_მოგეხსენებათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევების შემდგომ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ  ოდირის რეკომენდაციების შესრულების პირობა დადო, თუმცა დაპირების მიუხედავად რეკომენდაციების პრიორიტეტული ნაწილი  კანონმდებლობაში არ აისახა.


ამის მიზეზი დაგვიანებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, თუმცა ცვლილებების საარჩევნო კოდექსში მანამდეც იყო შესაძლებელი.


პოლიტიკური ნების არ არსებობამ შეუსრულებელი დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როგორიცაა დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე.


შეუსრულებელი დარჩა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პარტიის ერთმანეთისგან განცალკევების შესახებ რეკომენდაცია, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივრების სამართლიან განხილვას.


ვერ მოხერხდა საარჩევნო დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვა, რაც საჩივრების მიღებაზე არსებულ შეზღუდვებს გააუქმებდა.


ათი პრიორიტეტული რეკომენდაციიდან სრულად შესრულდა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული ყველა ასპექტი. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 761 მუხლში.


საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, 10 პრიორიტეტული რეკომენდაციიდან სრულად დაკმაყოფილდა ერთი. ნაწილობრივ სამი, ორი არის პრაქტიკული სახის რეკომენდაცია, რომელიც არ საჭიროებს საკანონმდებლო მხარდაჭერას. სხვა სახის რეკომენდაციებიდან სრულად შესრულდა რვა, ნაწილობრივ -ორი, არ შესრულდა - სამი, ხოლო პრაქტიკული სახის არის ოთხი რეკომენდაცია, რომლის შესრულების პასუხისმგებლობა აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას საარჩევნო პერიოდში.


_რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი წარმოდგენილი ანგარიშით?


_სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნა. არჩევნების საყოველთაო, თავისუფალ, გამჭირვალე და კონკურენტულ საარჩევნო პირობებში ჩატარებაზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია. მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზების ინტენსიური ჩართულობა.



ავტორი: საინფორმაციო პორტალი "მხარე"

კომენტარები:

ფართი შოპი