ენტონი ფაუჩი: თუ კორონავირუსს არ გავაკონტროლებთ გამანადგურებელ შედეგებს მივიღებთ

უცხოეთი 14 Aug 2020 12:33

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩიმ განცხადებით, კორონავირუსის გავრცელება კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და ქვეყნის გახსნა ფრთხილად უნდა მოხდეს.


„თუ კორონავირუსს არ გავაკონტროლებთ და ქვეყანას ფრთხილად არ გავხსნით, გამანადგურებელ შედეგებს მივიღებთ. თუ ფიქრობთ, რომ ბიოლოგიის უგულებელყოფა შეგვიძლია და ეკონომიკას დავიბრუნებთ, ეს უბრალოდ არ მოხდება. ორივე ერთდროულად უნდა მოხდეს. კონტროლი უნდა დავამყაროთ ბიოლოგიაზე და ამასთანავე ფრთხილად გავხსნათ ქვეყანა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.


ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 5 248 854 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 110 ადამიანი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი