"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

ყვითელი 13 Aug 2020 18:37

ანა იმე­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა, ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ბორ­ჯომ­სა და ლი­კან­ში ატა­რებს. კუ­რორ­ტის სი­ლა­მა­ზემ და ბუ­ნე­ბამ "ინფლუ­ენ­სე­რი" აღაფრ­თო­ვა­ნა, თუმ­ცა რო­გორც "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბამ გული დას­წყვი­ტა.


"გრძელ­დე­ბა ჯა­დოს­ნუ­რი დას­ვე­ნე­ბა... ბავ­შვო­ბი­დან ზღაპ­რულ სამ­ყა­როს­თან ასო­ცირ­დე­ბა ჩემ­თვის ბორ­ჯო­მი, ლი­კა­ნი... და ამ ზღაპ­რის ნა­წი­ლი იყო მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოც. ნი­კო­ლოზ რო­მა­ნო­ვის ბრძა­ნე­ბით 1892-1895 წწ. აშე­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ლი­ნის რე­ზი­დენ­ცი­ად გა­და­იქ­ცა. ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­დან აუ­ა­რე­ბე­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და ამ სი­ლა­მა­ზეს. ახ­ლაც მახ­სოვს ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნა­ხი უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბო­და (ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ სა­ჩუქ­რად გა­მოფ­ზავ­ნი­ლი მა­გი­და, ირა­ნის შა­ჰის სა­ვარ­ძე­ლი, ფა­ი­ფუ­რის თუ­თი­ყუ­ში)....


ჯერ კი­დევ 2017 წელს მინ­დო­და პეტ­რეს­თვი­საც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. წელ­საც იგი­ვე... 2016 წლი­დან სა­სახ­ლე „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ გა­და­ე­ცა, შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.... იგეგ­მე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ უკვე მე-3-ე წე­ლია ჩა­მოვ­დი­ვართ და იგი­ვე სევ­დი­ა­ნი სუ­რა­თი გვხვდე­ბა - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლე, რო­მელ­თან ახ­ლო­საც ვერ მივ­დი­ვართ, რომ უკეთ და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ.... იმე­დია ჩემი შვი­ლიც შეძ­ლებს იმ სი­ლა­მა­ზე­ე­ბის და ის­ტო­რი­უ­რი ნა­წი­ლის ნახ­ვას ოდეს­მე, რო­მელ­მაც ჩემ­ზე ბავ­შვო­ბი­დან წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა" - წერს იმე­დაშ­ვი­ლი.


რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით ამ ად­გი­ლას, უწინ პუ­რის კალო ყო­ფი­ლა. მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის ვაჟს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად ლი­კან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მოს­წო­ნე­ბია. სა­სახ­ლე 1892-95 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­მა ლე­ონ­ტინ ბე­ნუ­ამ აა­შე­ნა.


რე­ზი­დენ­ცია შემ­დგომ­ში ტუ­რის­ტთა და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლად იქცა. აქ პე­რი­ო­დუ­ლად ის­ვე­ნებ­და იო­სებ სტა­ლი­ნიც. სა­სახ­ლე­ში და­ცუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, მათ შო­რი­საა ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ რო­მა­ნო­ვე­ბი­სათ­ვის ნა­ჩუ­ქა­რი მა­გი­და, ირა­ნის შა­ჰის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი სა­ვარ­ძე­ლი, პი­რა­დად რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ პეტ­რე პირ­ვე­ლის ხე­ლით კაკ­ლის ხის ფეს­ვე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­გი­და. სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ნივ­თი ან­ტიკ­ვა­რუ­ლია. ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლის თაღ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია ფა­ი­ფუ­რის თუ­თი­ყუ­ში, რო­მე­ლიც კა­რე­ბის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე იწყებ­და მოძ­რა­ო­ბას, თით­ქოს ესალ­მე­ბო­და შე­მომ­სვლელ სტუ­მარს. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ჰა­ე­რის ჭავლთან.


სა­ბი­ლი­არ­დო ოთახ­ში კვლავ არ­სე­ბობს რო­მა­ნო­ვე­ბის დრო­ინ­დე­ლი ბი­ლი­არ­დი, ოთახ­ში არ­სე­ბულ რუ­სულ ღუ­მელ­ზე იტა­ლი­უ­რი მწვა­ნე კე­რე­მი­კით გა­მო­ხა­ტუ­ლია ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ნად­რო­ბენ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში. ასე­ვე და­ცუ­ლია რო­მა­ნო­ვის კა­ბი­ნე­ტი, რო­მელ­შიც შემ­დგომ­ში სტა­ლი­ნი მუ­შა­ობ­და. ამ კა­ბი­ნეტ­შია ორი ის­ტო­რი­უ­ლი ლურ­სმა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ორი­ვე სტა­ლი­ნის მიერ არის და­ჭე­დე­ბუ­ლი. ერთი სა­წერ მა­გი­და­ზე ქუ­დი­სათ­ვის და მე­ო­რე კე­დელ­ზე კი­ტე­ლის და­სა­კი­დად. ეს კა­ბი­ნე­ტი ბუხ­რით, გან­ლა­გე­ბუ­ლი ავე­ჯით და მო­ზა­ი­კუ­რი ჭე­რით აღ­მო­სავ­ლურ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი.სა­სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე არ­სე­ბობს ე. წ. „პეპ­ლე­ბი­ა­ნი“ სა­ძი­ნე­ბე­ლი.


ის­ტო­რია კი ასე­თია: რო­მა­ნოვს ჰყო­ლია კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იჭერ­დნენ პეპ­ლებს ბორ­ჯო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ერთ–ერთს მოს­ვლია აზ­რად ოთა­ხი მო­ე­ხა­ტა ამ პეპ­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი და­სუ­რა­თე­ბე­ბით, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.


ამა­ვე ოთახ­ში არის იმ­დრო­ინ­დე­ლი ორ­მხრი­ვი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მელ­საც გა­ბუ­ტუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის სა­ვარ­ძე­ლი ჰქვია. ლი­კან­ში რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2018 წელს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. პრო­ექ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და.





წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი