საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 კი - გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 718 მოქალაქე.



კომენტარები:

ფართი შოპი