"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიძინა ივანიშვილის ნაირი ადა­მი­ა­ნე­ბი გვყავს" - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

ინტერვიუ 11 Aug 2020 12:09

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც რუ­სულ ტან­კებს ცო­ცხა­ლი შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა სა­კუ­თარ ჭერ­ზე ოც­ნე­ბობ­და.


ლელა ვე­ფხვა­ძე წლე­ბია ქი­რით ცხოვ­რობ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ბი­ნის დაც­ლა უწევ­და, რაც მის­თვის, რო­გორც უსი­ნათ­ლო პი­რის­თვის, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას ეს პრობ­ლე­მა ამი­ე­რი­დან აღარ ექ­ნე­ბა, რად­გან სა­კუ­თარ სახ­ლში იცხოვ­რებს.


ლელა ვე­ფხვა­ძეს ფოდ­მა "ქარ­თუმ" ბინა უყი­და. AMBEBI.GE 9 აპ­რი­ლის გმირს და­უ­კავ­შირ­და:


- მად­ლო­ბა უფალს, რომ კარ­გად ვარ და ჩემი ბინა მაქვს. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო. მე ქი­რით ვცხოვ­რობ­დი ჩემს დიდ ოჯახ­თან ერ­თად, უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია. ამ ბი­ნა­ში 600 ლარს ვიხ­დი­დი ქი­რით, სა­ი­და­ნაც მე­რია 400 ლარს მი­ფი­ნან­სებ­და. მარ­თა­ლია 2 წელი კი­დევ მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მი­კავ­შირ­და მე­პატ­რო­ნე და მი­თხრა, რომ გა­ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტა.


არა­სო­დეს და­მი­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­სი­მის­ტუ­რი პოს­ტი, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნეს­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, ტე­ლე­ფო­ნი რომ გავ­თი­შე იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ალ­რ ქსელ­ში დავ­წე­რე. ამის შემ­დეგ გა­მო­მეხ­მა­ურ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე მა­სა­ლა გა­კეთ­და. რო­გორც სტა­ტია, ასე­ვე რე­პორ­ტა­ჟი, "ტვ პირ­ველ­ზე".


გა­და­ცე­მის გას­ვლის შემ­დეგ მაკა სა­ხუ­რია და­მი­კავ­შირ­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გია, მი­თხრა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­უ­კავ­შირ­და და აქ­ცი­ის და­წყე­ბას აპი­რებ­და, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ლე­ლას ჭე­რის­თვის". მა­კას ზა­რის შემ­დეგ, და­მი­რე­კა ასე­ვე ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან მაღ­ლა­კე­ლი­ძემ, მო­ვი­და სახ­ლში ჩემ­თან და ორი თვის ბი­ნის ქირა და­მი­ტო­ვა.


რო­დე­საც ვუ­თხა­რი მა­კას აქ­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­ერ­თი­ან­დნენ და აქ­ცი­ას უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ე­ცა. ამ აქ­ცი­ა­ში იყო ჩარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი ემიგ­რან­ტი იტა­ლი­ა­ში, 9 აპ­რი­ლის ერთ-ერთი გმი­რი გო­გო­ნა დრო­შით, ნანა მა­ხა­რა­ძე და გელა იზო­რია. აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან ნელა გროვ­დე­ბო­და ფული და ბო­ლოს არ ვიცი რო­გორ და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე მი­ვი­და. ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა გულ­თან და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას.


მისი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ბევ­რი მსმე­ნია, მაგ­რამ ჩემს მი­მარ­თაც თუ იგი­ვეს გა­ა­კე­თებ­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. ფონ­დი "ქარ­თუ" მა­კას და­უ­კავ­შირ­და და ბი­ნის ძებ­ნა და­ი­წყეს და მი­ყი­დეს.


- უკვე გა­დახ­ვე­დით ბი­ნა­ში?


- ჯერ არა, ყო­ფილ­მა მე­პატ­რო­ნემ მთხო­ვა, რომ ცოტა ხანს ვა­ცა­დო. დიდი ბი­ნაა და ია­ტაკ­ზე არა­ვის მოგ­ვი­წევს და­ძი­ნე­ბა. არა­სო­დეს არ ვყო­ფილ­ვარ გა­უ­მა­ძღა­რი ადა­მი­ა­ნი და რაც მაქვს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვარ­კე­თილ­შია ბინა და წუ­ხელ არ მე­ძი­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან. წნე­ვამ ამი­წია და ძლივს მი­ვე­დი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლამ­დე დღეს გა­სა­ფორ­მებ­ლად. მთე­ლი ოჯა­ხი გა­ხა­რე­ბუ­ლია.


- რა შე­იც­ვლე­ბა ამით თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?


- არა­ვინ აღარ მო­მად­გე­ბა და არ მე­ტყვის, ჩემს ბი­ნა­ში ხარ და გა­და­დიო. იმ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი ბინა სჭირ­დე­ბათ და რა უფ­ლე­ბა მაქვს არ და­ვუ­ცა­ლო. თან ბი­ნე­ბის შეც­ვლა­ში რა­საც ვყი­დუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი მე­კარ­გე­ბო­და, ფუჭ­დე­ბო­და. თან ჩემ­თვის ადაპ­ტა­ცია ად­ვი­ლი არ არის, მე ყველ­გან ვერ მი­ვალ, ძლივს მი­ვეჩ­ვიე ამ უბანს და გა­დას­ვლა მჭირ­დე­ბო­და.


მეტ­რო­ში ვმღე­რი და ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ესაა და მეტ­როს­თან თუ ახ­ლოს არაა ბინა, ძნე­ლია ჩემ­თვის. მარ­თლა სას­წა­უ­ლია, ოც­ნე­ბა­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას. მე ალ­ბათ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვერ შევ­ხვდე­ბი და დიდი მად­ლო­ბა მას ყვე­ლაფ­რის­თვის, სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნია და მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვყავს და მის ოჯახს სი­კე­თე არ მო­აკ­ლოს ღმერ­თმა. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ამ კამ­პა­ნი­ის დროს მე შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ესეც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის. ბინა ბი­ნა­აა და კარ­გია, მაგ­რამ უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნით.


წყარო - ambebi.ge



კომენტარები:

ფართი შოპი