საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 930 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.



კომენტარები:

ფართი შოპი