მამუკა ლიპარტელიანი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

13 Dec 2017 16:48

მამუკა ლიპარტელიანი არის მუსიკალური პროდიუსერი და გახლავთ იმერეთის მხარიდან:


მაღიზიანებს - ფამილიარობა;

მეშინია - სიმაღლის;

ვიცი - მადლიერება;

არ ვიცი - პატიება;

შემიძლია - ერთგულება;

არ შემიძლია - პირფერობა;

ვმეგობრობ - ყველასთან ვინც სამეგობროა;

ვაპატიებ - შეუგნებელ შეცდომას;

ვტირი - იშვიათად;

ვიცინი - ხშირად;

ვეძებ - ჩემს თავს;

ღირსი ვარ - ბედნიერების;

ვჩხუბობ - უსამართლობაზე;

ვკარგავ - სინანულის გარეშე;

მშურს - არასდროს;

ვემალები - ჩემს მეორე მეს;

ვემტერები - უმადურებს;

მაინტერესებს -ცხოვრების სირთულეები;

არ მაინტერესებს - სხვისი ცხოვრება;

მახსოვს -ცოტა რამ;

მრცხვენია - იშვიათად;

უარვყოფ - ბოღმას ღვარძლს;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - ვგრძნობებს;

ვინახავ - საიდუმლოს;

მწამს - ღმერთის;

მიკვირს - არაფერი არ მიკვირს;

მიხარია - ცხოვრება;

ვჭორაობ - იშვიათად;

ვდარდობ - გაჭირვებულ ადამიანებზე;

ვამაყობ - ჩემი თავით;

ვაკეთებ - იმას რის შესაძლებლობასაც ცხოვრება მაძლევს;

ვეფერები - სიყვარულს;

მსიამოვნებს - ყურადრღება;

მესიზმრება - თითქმის ყოველ ღამე;

ვეხმარები - ყველას შეძლებისდაგვარად;

ვეწევი  - სიგარეტს;

მწყინს - ტყუილი;

ვხარჯავ - ყოველთვის რაც მაქ;

ვღალატობ - უმადურებს;

ვკამათობ - როცა საკამათოა;

ვუხეშობ - უზრდელ ადამიანებთან;

ვუსმენ -საკუთარ თავს;

ვყოყმანობ -ხშირად;

ვკითხულობ - რაც მაინტერესებს ყველაფერს;

ვამზადებ -იდეალურ პასტიციოს))

ვუყურებ - ინტერესით;

ვკლავ - დროს;

ვაფუჭებ - ურთიერთობებს;

ვცხოვრობ - ჩემთვის საინტერესოდ;

ვცემ - არასდროს;

ვყვირი - ხშირად;

ვმღერი -ხშირად;

ვასრულებ - ჩემს საქმეს კარგად;

დავდივარ - იქ სადაც მე მსიამოვნებს მისვლა;

ვმკურნალობ - ახ არ ვიცი))

ვერიდები - უსიამოვნებებს;

ვთამაშობ - ხშირად;

ვიტყუები - ისე რა)

ვეთაყვანები -დედას;

ვგიჟდები – ცხოვრებაზე)

მიყვარს - ყველაფერი;

ვოცნებობ -იშვიათად;

ვფიქრობ - ხვალინდელ დღეზე;

მძულს - მახინჯი ადამიანები;

ვნანობ - არაფერს;

კმაყოფილი ვარ - ჩემი განვლილი გზის;

მენატრება - სიმშვიდე;

მსურს - ყველა ბედნიერი იყოს;

ვაგროვებ -არაფერს;

ვიხდი - ყველაფერს))

ვეჭვიანობ -იშვიათად ;

ვკაიფობ“ -არასდროს;

ვიზიდავ - საინტერესო ადამიანებს

ვალამაზებ - ჩემს ცხოვრებას.



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: