ლევან გოფოძე: „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების კი მსუბუქი

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების კი მსუბუქი ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.


„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი გვყავს. რამდენიმე პაციენტი ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა და მათ დატოვეს კლინიკა. პაციენტებს შორის არიან მაღალი ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, მაგალითად, სიმსუქნე, დიაბეტი და ა.შ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ თავს ვართმევთ მათ მკურნალობას. მდგომარეობა არ არის კრიტიკული. ორი პაციენტია ინტენსიური თერაპიის პალატაში, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა, თუმცა ინტუბაცია არც ერთს არ დასჭირდა“, – აღნიშნა გოფოძემ.


რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.


„მან დატოვა ინტენსიური თერაპიის პალატა და ახლა ჩვეულებრივ პალატაში განაგრძობს მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელია. ერთი-ორი პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენი მსუბუქი ფორმებით გვაქვს“, – განაცხადა გოფოძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი