კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანმის განცხადებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში გამოვლინდა.


მისივე თქმით, ფაქტობრივად,  ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. მათ ვირუსი ლენჯერში სტუმრად ჩასული ადამიანისგან გადაედოთ. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში, ხოლო 11 პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს.


„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპუდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ინფიცირებულებს ვირუსი მათგან გადაედოთ. საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე. მათგან შვიდი მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში. ნაწილის გადაყვანა ზუგდიდისა და კიდევ  სხვა კლინიკებში ახლა მიმდინარეობს. წყაროს გამოსავლენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ხუთი ბრიგადა მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს სოფელში და ყველა მცხოვრებისთვის ბიოლოგიური მასალის აღება განხორციელდება“, – აღნიშნა ვიბლიანმა.


რაც შეეხება მესტიის რაიონის ჩაკეტვას, ვიბლიანის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდკვლევების შედეგებზე.



კომენტარები:

ფართი შოპი