ვინ არის "მარტოკაცი", რომელიც 2 კვირაში Facebook-ვარსკვლავად იქცა - "19 წელი გურიაში გავატარე, ეს ვიდეოები იმ დროის გაცოცხლებაა"

ინტერვიუ 10 Aug 2020 11:24

„მარ­ტო­კა­ცი“ - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით 2 კვი­რაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვდე­ო­არ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­შიც პერ­სო­ნა­ჟი, „მარ­ტო­კა­ცი“ უმე­ტე­სად გუ­რულ კაცს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ამ გვერდმა უამ­რა­ვი „ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლის“ ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­პყრო და უკვე ბევ­რი მიმ­დე­ვა­რიც შე­მო­იკ­რი­ბა. „მარ­ტო­კა­ცი“ გუ­რუ­ლი ენაკ­ვი­მა­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის და არის არ­ტის­ტუ­ლიც.


ვი­ნა­ი­დან მის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა, AMBEBI.GE-მ სცა­და გა­ერ­კვია, თუ ვინ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ნე­გა­ტი­ვით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში პო­ზი­ტივს გას­ცემს და ადა­მი­ა­ნებს კარგ გან­წყო­ბას უქ­მნის.


„კი, მე ვარ „მარ­ტო­კა­ცი“, და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე. ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის იდეა ჰა­ე­რი­დან არ მო­სუ­ლა. მარ­ტო კი არა, ოჯახ­ში 8 დედ­მა­მიშ­ვლი ვართ, მაგ­რამ პან­დე­მი­ის დროს გვერ­დით არა­ვინ მყავ­და, ვის­თან ერ­თა­დაც ვიმ­ღებ­დი, ყვე­ლა რა­ღაც დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლად ვის­ხე­დით და ერ­თად სიმ­ღე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. ჩემი ან­სამ­ბლის, „გორ­დას“ წევ­რე­ბიც და­ჩაგ­რუ­ლე­ბი და და­მარ­ტო­კა­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ... იმის გამო, რომ სიმ­ღე­რე­ბის ყვე­ლა ხმა ვიცი, ავ­დე­ქი და ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი "გა­ვამ­რავ­ლე". პირ­ვე­ლი ხმაც მე ვთქვი და და­ნარ­ჩე­ნიც,“ - გვე­უბ­ნე­ბა ახა­ლი ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი და ჩვენ­თან სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:


„2 კვი­რის წინ პირ­ვე­ლი ვი­დეო ჩავ­წე­რე. ასე რომ, „მარ­ტო­კა­ცი“ სულ 2 კვი­რი­საა... პან­დე­მი­ას ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი, თუმ­ცა და­დე­ბით მხა­რე­ე­ბიც ჰქონ­და. რა­ღა­ცე­ბი სხვა­ნა­ი­რად გა­დავ­ხარ­შეთ, მით უმე­ტეს, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. თურ­მე სი­მარ­ტო­ვის პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა.


უც­ნა­უ­რია, როცა არ მყავ­და პა­ტა­რა შვი­ლი და მქონ­და ბევ­რი დრო, რად­გა­ნაც სამ­სა­ხუ­რი დავ­კარ­გე და სახ­ლში ვი­ჯე­ქი, მა­შინ კი არ და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა, მა­შინ, როცა ბავ­შვი და­ი­ბა­და (პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში) და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შე­მიმ­ცირ­და... თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ, ძი­ძა­ო­ბა­საც ვი­თავ­სებ და ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბას.


- ვი­დე­ო­ში მუდ­მი­ვად გუ­რუ­ლი პერ­სნა­ჟის გა­მო­ჩე­ნა რას ნიშ­ნავს?


- ხომ გი­თხა­რით, მე ვარ და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე გუ­რი­ი­დან. ოზურ­გე­თის სო­ფელ ლი­ხა­ურ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ლი­ხა­უ­რი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სო­ფე­ლია და ამი­ტო­მაც მე­ა­მა­ყე­ბა. მისი სახლ-მუ­ზე­უ­მი ჩემი სახ­ლი­დან ერთ კი­ლო­მეტრშია. ასე რომ, ვი­დე­ო­ებ­ში გუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ბუ­ნებ­რი­ვია.


- „გორ­და“ ახ­სე­ნე და მოგ­ვი­ყე­ვი ამ ან­სამ­ბლზე...


- „გორ­და“ 2016 წელს შე­იქ­მნა, მე და ჩემ­მა ძმამ და­ვა­არ­სეთ. ჩემი ძმა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლია, თვი­თო­ნაც ფოლკ­ლო­რის­ტი, ორი­ვე ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რით და ეს ან­სამ­ბლიც ამი­ტომ შევ­ქმე­ნით. შემ­დეგ გვერ­დით მე­გობ­რე­ბი შე­მო­ვიკ­რი­ბეთ - ან­სამ­ბლს 10 წევ­რი ჰყავს. უკვე ბევრ ქვე­ყა­ნა­შიც მო­ვას­წა­რით გას­ტრო­ლებ­ზე წას­ლა.


რო­გორც და­მი­ა­ნე გვე­უბ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე ის­ტო­რი­ის გან­ხრით სწავ­ლობ­და, მა­ინც სულ მუ­სი­კით ცხოვ­რობ­და... ის თა­ვის სა­ა­მა­ყო საქ­მედ იმას მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ინ­გი­ლო­ში მუ­შა­ობ­და.


„იქ სა­პატ­რი­არ­ქოს­გან გა­ლო­ბის მას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი მივ­ლე­ნი­ლი. სა­ინ­გი­ლოს მხა­რე­ში მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. კახ­ში, რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში არ­სე­ბულ სა­კა­თე­რო ტა­ძარ­ში დღეს უკვე ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია... ასე რომ, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რის მან­ძილ­ზე 2 დღე, აზ­რე­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი - თბი­ლის­ში. ამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ იქ ახლა ქარ­თუ­ლი გუნ­დი გა­ლობს, რი­თაც კარ­გი საქ­მე გა­კეთ­და და ვა­მა­ყობ. ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დიდი შვე­ბაა. გუნდში ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც გა­ლო­ბა შე­ვას­წავ­ლე, შემ­დეგ კი ერ­თმნა­ნეთს პან­დე­მი­ამ დაგ­ვა­შო­რა, სა­ზღვრე­ბი და­ი­კე­ტა. რო­გორც კი გა­იხ­სე­ნე­ბა, ჩა­ვალ და ერ­თად სიმ­ღე­რას და გლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ,“ - გვე­უბ­ნე­ბა და­მი­ა­ნე გორ­დე­ლა­ძე.


- ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დებ, რა არის შენ­თვის?


- 19 წელი გუ­რი­ა­ში გა­ვა­ტა­რე და სწო­რედ იმ პე­რი­ო­დის და ცხოვ­რე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა­ცაა, რა­შიც ვტრი­ა­ლებ­დი და რაც გუ­რუ­ლი ბა­ბუა-ბე­ბი­ე­ბის სა­უბ­რე­ბი­დან მეს­მო­და. ამას­თან, ახ­ლან­დე­ლი ცხოვ­რე­ბის გად­მო­ცე­მა­ცაა, - ახ­ლაც ასე ვცხოვ­რობ, ასე ვლა­პა­რა­კობ, სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლით კი გე­სა­უბ­რე­ბით, თუმ­ცა სახ­ლში ჩემს პა­ტა­რა ბავ­შვს გუ­რულ დი­ა­ლექ­ტზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ხომ ვამ­ბობ, ეს არის წარ­სუ­ლის, აწ­მყოს გად­მო­ცე­მა, რაც მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ასე უცებ ვერ შე­ვიც­ვლე­ბი...


რაც მთა­ვა­რია, ჩემი ყო­ფის ხალ­ხის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა. ისე ახლა და­ვი­წყე ამის კე­თე­ბა და პერ­სო­ნა­ჟე­ბი ცხა­დია, კი­დევ მო­ი­მა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, გუ­რუ­ლე­ბი ასე აქ­ტი­უ­რად თუ რა­ტომ მყავს ვი­დე­ო­ში, აქ­ტი­უ­რი ხალ­ხი ვართ გუ­რუ­ლე­ბი და ალ­ბათ მი­ზე­ზიც ესაა...


- სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბაც გაქვს...


- ულ­ვაშს ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ძვე­ლი გუ­რუ­ლე­ბი სულ გა­პარ­სუ­ლე­ბი არ და­დი­ოდ­ნენ, დიახ, წი­ნაპ­რე­ბი წვერ-ულ­ვაშს ატა­რებ­დნენ. თან, გუ­რუ­ლი მამ­კა­ცი ყო­ველ­თვის აპ­რე­ხილ ულ­ვა­შებ­თან, ქარ­ზი­მა­ტულ პი­როვ­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც თუ გუ­რულ დი­ა­ლექ­ტზე ვი­ტყვი, უცებ შე­იძ­ლეა „გა­კუჭ­დეს“, ანუ გა­ცე­ცხლდეს, წა­მი­ე­რად აენ­თოს... სა­ერ­თოდ კი ქარ­თვლს ეშ­ხი­ა­ნი გა­რეგ­ნო­ბა აქვს - წვე­რი და ულ­ვა­ში პეწს ჰმა­ტებს. ქარ­თვე­ლი მა­ინც სხვა­ნა­ირ გა­რეგ­ნო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ამი­ტომ ვცდი­ლობ, გა­მოწ­კე­პი­ლი ევ­რო­პე­ლი­ვით არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე.


- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ­მა ასე­თი ფორ­მით შე­მოს­ვლამ რა გაჩ­ვე­ნა - ღირს გაგ­რძე­ლე­ბა?


- პან­დე­მი­ამ­დე ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი გუ­რუ­ლი მეც აქ­ტი­უ­ტად ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თუ­ლი, ეს ალ­ბათ ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ მას მერე, რაც ამ საქ­მის კე­თე­ბა და­ვი­წყე, ერთ რა­მეს მივ­ხვდი, რაც სხვა­თა შო­რის, ერთ ქარ­თველ მსა­ხი­ობს აქვს ნათ­ქვა­მი - „თუ გინ­და, არ მო­წამ­ლო სუფ­რა, არ უნდა ილა­პა­რა­კო - რე­ლი­გი­ა­ზე, ფეხ­ბურ­თსა და პო­ლი­ტი­კა­ზე“. ამ თე­მებ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ და მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც კო­მენ­ტა­რე­ბით მპა­სუ­ხობს, რომ - „კარ­გია, ამ უჰა­ე­რო­ბა­ში ასე­თი ჰა­ე­რის, პო­ზი­ტი­ვის ჩა­სუნ­თქვა“, - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ში­ნარ­სის გზავ­ნი­ლებს ვკი­თხუ­ლობ. რო­გორც ჩანს, ხალ­ხს ეს სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში.


- მე­უღ­ლეს მოს­წონს შენი ნა­მუშ­ვრე­ბი და რა შე­ფა­სე­ბებს გაძ­ლევს?


- მე­უღ­ლე - ანა კო­ბო­ზე­ვა გახ­ლავთ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც 2 წლის წინ დავ­ქორ­წინ­დით, გვა­რი შე­იც­ვა­ლა და ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თით მეტი გორ­დე­ლა­ძეა... ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნით. თუ გუ­რი­ა­ში ჩა­მოხ­ვალთ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით და ყუ­რით დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ანა ბევრ ქარ­თველ­ზე უკეთ მღე­რის ქარ­თულ და გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რულ სიმ­ღე­რებს. გა­ნათ­ლე­ბით მუ­სი­კის თე­ო­რე­ტი­კო­სია და სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფით ით­ვი­სებს ახალ სიმ­ღე­რას. ანა ალ­ბათ ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ურ არ­ფა­ზე უკ­რავს (კლა­სი­კუ­რი არ­ფის დამ­კვრე­ლე­ბი ბევ­რნი არი­ან, მაგ­რამ ირ­ლან­დი­უ­რი არფა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ინ­სტრუ­მენ­ტია არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში). პა­ტა­რა იო­ნას გამო, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო გვრჩე­ბა, მაგ­რამ ანა ყო­ველ მხრივ ხელს მი­წყობს, რომ ვა­კე­თო საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. როცა რა­ი­მეს გა­და­ღე­ბას ან ჩა­წე­რას ვა­პი­რებ, პა­ტა­რას­თან ერ­თად, სა­სე­ირ­ნოდ მი­დის, მე კი სიმ­შვი­დე­ში უკეთ ვმუ­შა­ობ.


- იუ­მორ­ში ვინ არის შენი კერ­პი?


- ალ­ბათ ჩემი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჯა­ნი­კო გორ­დე­ლა­ძე (სო­ფელ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ყვე­ლა გორ­დე­ლა­ძეა). გვერ­დი­თა სო­ფელ მაკ­ვა­ნე­თი­დან ერ­მი­ლე მე­ფა­რიშ­ვილს და­ვა­სა­ხე­ლებ. ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვის იუ­მორ­ზეც გა­ვი­ზარ­დე. თი­თო­ე­ულს სა­ო­ცა­რი ენა აქვს. ასე­თი ენა­მოს­წრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ე­ბის გვერ­დით რომ იზ­რდე­ბი, გინ­და თუ, არა, ეს შენ­შიც შე­მო­დის.


- რა გეგ­მე­ბი გაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?


- 2 კვი­რის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მაქვს და, რო­გორც გი­თხა­რით, და­დე­ბი­თი გზავ­ნი­ლე­ბი. ჩემი გა­მომ­წე­რე­ბი ახალ ვი­დე­ო­ებს ელო­დე­ბი­ან. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გაგ­რძელ­დე­ბა, მეტი ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იქ­ნე­ბა, რაც კი­დევ მეტ სი­ახ­ლეს მო­ი­ტანს. სულ ერთი ყურ­სას­მე­ნით და ერთი ტე­ლე­ფო­ნით ხომ არ ვი­მუ­შა­ვებ? შე­სა­ბა­მი­სად, ხა­რის­ხიც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.


მად­ლო­ბა, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­დით და თუ ამ ინ­ტერ­ვი­უს შე­დეგ, ვი­ნემს ჩემი ახ­ლოს გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, „მარ­ტო­კა­ცის“ არხი გა­მო­ი­წე­რონ, ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი. ეს ჩემ­თვის სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა, შემ­დეგ­ში კი­დევ უკეთ ვა­კე­თო ჩემი საქ­მე და არ გავ­ჩერ­დე.



წყარო - ambebi.ge



კომენტარები:

ფართი შოპი