ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.


„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად ინფექციის ერთეული შემთხვევები გვაქვს და ძირითადად დაკავშირებულია შემოსულ მგზავრებთან, ან ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.


ასევე, მოგეხსენებათ, გარკვეულად გააქტიურებულია საჰაერო ტრანსპორტით მოძრაობა, რამდენიმე რეგულარული რეისია დანიშნული, ასევე ქართველები ბრუნდებიან, თუმცა აქტიურად მუშაობს კარანტინის და თვითიზოლაციის მექანიზმი. საჰაერო სივრცის გახსნა მომატებული რისკია, მაგრამ ვცდილობთ, ეს დავაბალანსოთ.


მოგეხსენებათ, საჰაერო მიმოსვლა ძირითადად გახსნილია ე.წ მწვანე ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლირებადია. ამავე დროს, შემოსვლისას მგზავრებს „პისიარ“ ტესტირებას სთავაზობენ. ხოლო ვინც არ ექვემდებარება იმ კანონმდებლობას, რაც დღეს არის ქვეყანაში, ისინი გადადიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი