კიანუ რივზს „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილებში გადაიღებენ

ყვითელი 08 Aug 2020 17:33

კიანუ რივზი ფილმ „ჯონ ვიკის“ მეხუთე ნაწილში გამოჩნდება. ახალ ფილმზე მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაციას სტუდია Lionsgate-ზე დაყრდნობით, screenrant ავრცელებს.


დაქირავებულ მკვლელზე გადაღებულ კინოსურათს, რამდენიმე ნაწილი დაემატება. ფილმის გადაღება 2022 წელს დასრულდება. სტუდია გეგმავს, რომ „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილები ერთად გადაიღოს.


ახლა 55 წლის მსახიობი „მატრიცას“ მეოთხე ნაწილში მონაწილეობს. ფილმი კინოეკრანებზე 2022 წლის 1 აპრილს გამოვა.


წყარო- imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი