"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

Facebook ამბები 08 Aug 2020 13:11

ფი­ლო­სო­ფო­სი და თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძეს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.


"ლე­ვან თო­ფა­ძის გა­დარ­ჩე­ნას და შინ დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელს და ნინო ჟვა­ნი­ას, რომ­ლის პო­ზი­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი იყო ამ დღე­ებ­ში.


ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ა­საც ვუ­ლო­ცავ, მჯე­რა, რომ ეს ამ­ბა­ვი შეც­ვლის და გა­ნა­ვი­თა­რებს მას პერ­სო­ნა­ლუ­რად, რო­გორც ადა­მი­ანს და პი­როვ­ნე­ბას, და­ა­ნახ­ვებს და გა­ნაც­დე­ვი­ნებს სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულს.


მე მას არ ვიც­ნობ. სულ ერთხელ შევ­ხვდი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 1 სა­ა­თით საქ­მი­ან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მშფოთ­ვა­რე მზე­რა.


ლე­ვან თო­ფა­ძეს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე შევ­სწრე­ბი­ვარ მის ქე­ბას. ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად ეჭი­რა თავი პა­პა­მისს ამ დღე­ებ­ში.


იმ გო­გო­ნა­საც ვუ­ლო­ცავ, რომ­ლის მხო­ლოდ ფოტო გვაჩ­ვე­ნა მე­დი­ამ, რო­გორც ნა­ტურ­მორ­ტი. მა­საც ამო­ე­ღოს ხმა, რომ ვინ­მეს მარ­თლა უსუ­ლო სა­გა­ნი არ ეგო­ნოს და ადა­მი­ა­ნად ჩათ­ვა­ლონ. ეს ხმის ამო­ღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მის­თვი­საც და ყვე­ლა იმ გო­გო­ნას­თვის, რო­მელ­საც ჯერ არ "გა­უღ­ვი­ძია!"


სა­ბო­ლო­ოდ კი ლე­ვან თო­ფა­ძის გა­დარ­ჩე­ნას ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჯერ კი­დევ ადა­მი­ა­ნია მგლე­ბის ხრო­ვა­ში" - წერს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.




კომენტარები:

ფართი შოპი