"1988 წელს, მეუფე შიო, ერთადერთი იყო, რომელიც უწმინდესს ხელზე არ ემთხვია"

10 Dec 2017 22:41

პატრიარქის მიერ თანამოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუსმიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) დასახელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში, ერთი საინტერესო ფოტო გახდა აქტუალური - «მეუფე შიო და საქართველოს პრეზიდენტი ერთ ფოტოზე - ვის ანდოპატრიარქმა საპატრიარქო» - ამ და სხვა მსგავსი სათაურებით.


ფოტო საინტერესო გახლავთ იმით, რომ მასზე ერთი თაობის, დღეს  აქტუალური რამდენიმე პირია აღბეჭდილი. კერძოდ: მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბიზნესმენი ლევანვასაძე, გიორგი ჭიჭინაძე - ამჟამად ბერი მამა გრიგოლი, მეუფე შიო - იგივე ელიზბარ მუჯირი, პუბლიცისტიირაკლი კაკაბაძე და გიო მგელაძე - ცნობილი კინორეჟისორი და რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.


«ალია» ირაკლი კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფოტოს ისტორია და კიდევ სხვა საინტერესო ამბებიგვიამბო მეუფე შიოს ახალგაზრდობაზე, მეუფესა და პატრიარქის ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვანდეტალებზეც:

 

- მეუფე შიო, ანუ ელიზბარ მუჯირი, ჩვენი ინტელექტუალური საძმოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წევრი იყო. ჩვენმეგობრები ვიყავით ბავშვობაში და თანამოაზრეები. ელიზბარი და გიო მგელაძე სწავლობდნენ 53-ე სკოლაში, ისევეროგორც გიორგი ჭიჭინაძე. ლევან ვასაძე, გიორგი მარგველაშვილი და მე - 1-ელ საშუალო სკოლაში. ჩვენ დაახლოებით 13-14 წლის ასაკში დავმეგობრდით და ამ მეგობრობის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნისთვისშეთქმულება და ხელოვნების სიყვარული. ჩვენ, ცხადია, მარტო ექვსნი არ ვიყავით - რეზიკო თაბუკაშვილიც იყოჩვენთან ერთად, შალვა ამირეჯიბიც, გოგა თავაძეც და ბევრი სხვაც. მაგრამ ამ ექვსეულის სურათი პირველადგაზეთმა «თბილისმა» გამოაქვეყნა 1988 წელს, თუ არ ვცდები. ამას, ზუსტად იმავე 1988 წელს მოჰყვა ინტერვიუ.


- იმ ინტერვიუში რაზე საუბრობდით?


- კომკავშირი გავაკრიტიკეთ. აქედან გახმაურდა მერე ეს ექვსეული.


ვთქვით, რომ საჭირო იყო მისი ოპოზიციური, ალტერნატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება. აგრეთვე, ვთქვით, რომ რთულია უღმერთო იდეოლოგიის ქვეშ ცხოვრება და რომ მრწამსი ძირეული ადამიანურიმოთხოვნილებაა. მოხდა ისე, რომ ამ ინტერვიუდან დაახლოებით ერთ კვირაში პატრიარქის სამდივნოდანდაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მისი უწმინდესობა აუდიენციაზე გვპატიჟებდა. მაშინ ჩვენთვის, 18-19 წლისპატარა ბიჭებისთვის, ეს უდიდესი ბედნიერება და პატივი იყო და ახლაც რჩება. ფაქტი, რომ ჩვენ ექვსნი შეგვარჩიაპატრიარქმა ჩვენთვის ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების ტოლფასი იყო. ამ შეხვედრის სურათიც არსებობს. 


- როგორი იყო მეუფე შიო, როგორ გახსენდებათ? რით იყო გამორჩეული?


- ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარსმის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო - საოცრად ნაკითხი დაარაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებითცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირებისძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო. 


მახსოვს, 1988 წელს პატრიარქთან შეხვედრაზე რომ მივედით, ყველა ჩვენგანისგან განსხვავებით ელიზბარიუწმინდესს ხელზე არ ემთხვია. რომ გამოვედით შეხვედრიდან, გიო საყვედურობდა, რატომ არ ემთხვიე, ეს ხომრიტუალიაო. არ შემიძლია მე ამ რიტუალების შესრულება, თუ ბოლომდე არ მწამს იმის, რასაც ვაკეთებო.  


ეს ამბავი პატრიარქს უკვე რამდენიმე წლის წინათ შეახსენა ერთ-ერთმა ჩვენმა საერთო მეგობარმა, «ის დანარჩენი ხელზე გემთხვიათ და მეუფე - არაო»  და პატრიარქის პასუხი ძალიან მოკლე და ბევრისმთქმელი იყო: ნეტავ, ისინიცამისავით მოქცეულიყვნენ მაშინ და მერეცო. ამით ბევრი რამე ითქვა. ელიზბარი ძალიან ახალგაზრდა ასაკიდანგამორჩეული პიროვნება იყო.


იმ დროს შიო იყო ძალიან დიდი იმედების მომცემი ვიოლონჩელისტი და კონსერვატორიაში სწავლობდა.


- ეკლესიას როგორ დაუკავშირდა?


- მოკლედ, როცა მე ამერიკაში წავდი ემიგრაციაში, 1990 წელს, შიო ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიაში. თუ არ ვცდები, ისევ გიო მგელაძემ წაიყვანა ერთ-ერთ მონასტერში 1991 თუ 1992 წელს და იმის მერე ეს ადამიანი გახდა არამხოლოდ ღრმად მორწმუნე, არამედ ფილოსოფიურად მოაზროვნეც. მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინახამომხმარებლური სამყაროს ძალიან სახიფათო თვისებები და უარი თქვა ამ მომხმარებლობაზე. 


- მის რუსულ განათლებას უსვამენ ხაზს - რუსული ინტერესები გაძლიერდება ქართულ ეკლესიაშიო დარამდენად არის მსგავსი რამ შესაძლებელი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან და ხასიათიდან გამომდინარე?


- მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისითეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორისძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთაფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტივიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით.


მე თვითონ ვასწავლიდი კორნელის უნივერსიტეტში და კემბრიჯშიც და ოქსფორდშიც მაქვს ლექციები წაკითხულიდა არანაირად არ ვთვლი ამ უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ლექტორებს სხვებზე აღმატებულებად. სრულისიბრიყვეა განათლების ადგილის მიხედვით ადამიანის განსჯა - ეს უკვე რასიზმს უახლოვდება.


- რას უნდა ველოდოთ მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელების შემდეგ - რა შეიცვლებაკარგისკენ, ან ცუდისკენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში?


- ეს კითხვა უფრო პროგნოზების სფეროდან არის... მე ძალიან მიხარია, რომ მეუფე შიო არისპატრიარქის თანამოსაყდრე - საოცრად განათლებული ადამიანი, რომელსაც უაღრესად სეკულარული და კარგიგაგებით კოსმოპოლიტური განათლება აქვს მიღებული. ეს ის ადამიანია, რომელიც ყველანაირ შოვინიზმზე ზემოთდგას და მე იმედი მაქვს, რომ ის ღირსეულად ატარებს ამ მძიმე ჯვარს, რომელიც ნამდვილად ძალიან რთულისატარებელია. შიო ყოველთვის იყო იდეისთვის თავგადადებული ადამიანი. მე მისი ამ თვისების იმედი მაქვს. მემას გვერდში ვუდგავარ.

 

 

გაზეთი "ალია"

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: