ჯეიმს აპატურაი: NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან

Facebook ამბები 08 Aug 2020 10:42

NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ამის შესახებ „Facebook“-ზე წერს.


„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მიწიდან.


NATO კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.






კომენტარები:

ფართი შოპი