საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 216 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 996-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 282.



კომენტარები:

ფართი შოპი