სევდიანი მიზეზი, რის გამოც პრინცესა დიანა უარს ამბობდა Chanel-ის ტარებაზე

ყვითელი 07 Aug 2020 19:35

პრინცესა დიანა მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ქალი გახლდათ. დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ ლედი დის გავლენაზე მოდის სამყაროზეც. 


პრინცესას უყვარდა დიზაინერული ბრენდები, როგორებიცაა: Jimmy Choo, Christian Dior, Catherine Walker და სხვები, თუმცა ჩარლზთან განქორწინების შემდეგ, იყო ერთი ცნობილი მოდის სახლი, რომლის სამოსის თუ აქსესუარების ტარებაზე პრინცესა დიანა უარს ამბობდა. 


დიზაინერმა ჯეისონ ბრანდსონმა, ავსტრალიურ Harpers Bazaar-თან საუბრისას გაამხილა, რომ მაშინ, როდესაც ის 1996 წელს პრინცესა დიანასთან მუშაობდა, ლედი დის ძალიან უჭირდა Chanel-ის სამოსის მორგება, მის ლოგოზე ორმაგი ინიციალის – C-ის გამო. 


ბრანდსონი იხსენებს, რომ როდესაც ავსტრალიაში სტუმრობისას, ის პრინცესა დიანას სამოსის შერჩევაში ეხმარებოდა, ლედი დიმ არჩევანი Vesrace-ს ფანქრის ფორმის კაბასა და პიჯაკზე შეაჩერა და მასთან Chanel-ის ფეხსაცმლის მორგებაზე უარი განაცხადა. 


„პრინცესა დიანა ხელჩანთებითა და ფეხსაცმელებით დახუნძლული გამოვიდა, ყველაფერი სავარძელზე დაყარა და მკითხა „რას ფიქრობ“, მე ვუთხარი, რომ Chanel-ის ფეხსაცმელი იდეალურად მოერგებოდა Versace-ს კოსტუმს, თუმცა მან კატეგორიული უარი მითხრა. 


როდესაც მიზეზი ვკითხე, განმიმარტა: „არა, არ შემიძლია ორმაგი C-ს ჩაცმა, ის კამილასა და ჩარლზს მახსენებს (Camilla and Charles)“.


დიანა და ჩარლზი 1992 წელს განქორწინდნენ. პრინცს მრავალწლიანი რომანი ჰქონდა საყვარელთან, კამილა პარკერ ბოულსთან. 


BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში პრინცესა დიანამ ხმამაღლა განაცხადა: „ურთიერთობაში სამნი ვიყავით, მე არ მიყვარს ხალხმრავლობა“, უელსის პრინცისა და პრინცესას განქორწინების საქმე 1996 წელს ოფიციალურად დასრულდა.


წყრო - regarder.ge


კომენტარები:

ფართი შოპი