მირანდა მაისურაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

20 Nov 2017 17:16

მირანდა მაისურაძე არის მომღერალი და რადიოწამყვანი და გახლავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან;


მაღიზიანებს - უპასუხისმგებლობა, ცინიზმი...

ვგრძნობ -  სიყვარულს, მადლიერებას;

მეშინია - ღმერთის;

ვიცი - რომ ყოველ დღე, ერთი ადაამიანი მაინც ისმენს ჩემ სიმღერას;

არ ვიცი - „დღეიდან ვინ უნდა მიყვარდეს“ :D

შემიძლია - ყველაფერი გავიღო და გავაკეთო საყვარელი ადამიანების გასახარებლად;

არ შემიძლია - საქართველოდან შორს, დიდი ხნით ყოფნა;

ვმეგობრობ - სულით მონათესავე ადამიანებთან, ვისთანაც ჩემი ინტერესები ნათესაობენ;

ვაპატიებ -  ყველაფერს;

ვტირი - ხშირად;

ვიცინი - მოვლენების ადექვატურად;

ვეძებ - არაფერი დამიკარგავს, არ ვეძებ, ძიებაში ვარ;

ღირსი ვარ - არ ვთვლი, რომ რამეს ისეთს ვიმსახურებ რაც არ მაქვს. პირიქით მაქვს ის, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებ;

ვჩხუბობ - ძალიან იშვიათად, უსამართლობის გამო;

ვკარგავ - სამკაულებს;

მშურს - ტანწერწეტა გოგოების :D

ვემალები - არავის და არაფერს;

ვემტერები - უსამართლობას, სიყალბეს საქმეში;

არ მაინტერესებს - ბევრი რამ, მაგალითად საარჩევნო სისტემა და მისი პროპორციები. J))

მახსოვს - ყოველთვის მახსოვს ის ადამიანები და მათი სიკეთე, ვინც გვერდში მიდგას და მეხმარება;

მრცხვენია - მაშინ, როცა აშკარად ვგრძნობ გადაჭარბებულ ქება-დიდებას;

უარვყოფ - არავინ არაფერს მაბრალებს, რომ მე უარვყო;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - საჩუქრებსა და სამოსში გადახდილ ფასებს J))))))))
ვინახავ - დღიურებს;

მწამს -ღმერთის, ჩემი მშობლების, ერთიანი საქართველოს მომავლის;

მიკვირს - ადამიანების გულგრილობა და უმადურება;

მიხარია - სიცოცხლე და ის რეალობა რომელშიც ვარ;

ვჭორაობ - არ ვჭორაობ, განვიხილავ :D

ვდარდობ - ბევრ რამეზე;

ვამაყობ - იმით, რომ არასოდეს შევგუებივარ უსამართლობას, სადაც არ სჯობდა გავეცალე. დავდექი საკუთარ თავზე მაღლა და ღირსება არ შევილახე;

ვაკეთებ - იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს;

ვეფერები - ვინც მიყვარს ყველას, ამის რეალური სივრცე და საშუალება მე მაქვს;
მსიამოვნებს - ყურადღება და ობიექტური შეფასებები;

მესიზმრება - ის ადამიანები, ვისზეც დაწოლის წინ ვფიქრობ ან ვსაუბრობ;

ვეხმარები - ყველას, შესაძლებლობის ფარგლებში;

ვეწევი - სიხარულით ცას J)

მწყინს - წვრილმანებიც კი;

ვხარჯავ - უკან მოუხედავად;
ვღალატობ - დიეტას;

ვკამათობ - მხოლოდ კარგად ნაცნობ ადამიანებთან;

ვუხეშობ - უხეშობა არ მჩვევია, უხეშად სათქმელს ირონიით ვამბობ;

ვუსმენ - ქართულ მუსიკას, ქალაქურს მეტად;

ვყოყმანობ - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს;

ვკითხულობ - ქანაანის შვილებს;

ვამზადებ - მომავალი კვირის გადაცემას J)

ვუყურებ - როგორ დღითი-დღე იზრდება დოლარის კურსი J)

ვკლავ - ბოროტულ აზრებს;

ვაფუჭებ - ტექნიკას;

ვცხოვრობ - ისე, როგორც მიხარია და მინდა;

ვცემ - პატივს;
ვყვირი - თითქმის არასდროს;

ვმღერი - იქ, სადაც და როდესაც მემღერება;

ვასრულებ - სამუშაოს, წესების მაქსიმალური სიზუსტის დაცვით. ამ საკითხში „კომუნისტი“ ვარ;

 - „ქუჩებში“,  ვინმეს “ტუჩებში კოცნის” სურვილის გარეშე :D :D

ვმკურნალობ - უხასიათობას;

ვერიდები - მოწყენილ თავყრილობებზე სიარულს;

ვთამაშობ - ძალიან ცუდი მსახიობი ვარ, ისე ჯოკერს არამიშავს ვთამაშობ;

ვიტყუები - იშვიათად;
ვეთაყვანები - თაყავნისცემა მესმის მხოლოდ ღვთის;

ვგიჟდები – ვაჩეზე;

მიყვარს - ადამიანები, ჩემი ქვეყანა;

ვოცნებობ - სახლზე სტეფანწმინდაში;

ვფიქრობ- პოზიტიურად, იმედიანად;

მძულს - უმადურობა;

ვნანობ- პროფესიულ არჩევანს;

კმაყოფილი ვარ - უფრო მადლიერი ყველაფრით რაც მაქვს;

მენატრება - მონასტერში ყოფნა, როცა რამდენიმე კვირით ვერ ჩავდივარ; 

მსურს- ღვთის ნება და ჩემი სურვილები ემთხვეოდეს ერთმანეთს;

ვაგროვებ - ჩემთვის დაწერილ, ჩემზე მოძღვნილ ლექსებს;

ვიხდი - დღგ-ს :D

ვეჭვიანობ - არც არავისზე. არ ვარ ეჭვიანი;

ვკაიფობ“ - მუსიკით;

ვიზიდავ - ხანდახან „გიჟებსაც“;

ვალამაზებ - იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისაც ჩემთან ყოფნა უხარია. 


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: