5 წლის მარიამ გაბრიაძე მორიგი ოქროს მფლობელი გახდა (ვიდეო)

20 Nov 2017 16:24

5 წლის მარიამ გაბრიაძე, „თბილისის ღია ჩემპიონატზე“ მორიგი ოქროს მფლობელი გახდა.


კონკურსი 19 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. 


"ძალიან დატვირთული გრაფიკით უწევს მარიამს ვარჯიში. ფაქტიურად მთელ დღეს დარბაზში ატარებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მწვრთნელებს ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის. ეს ჩემთვის და მარიამისთვის დიდი სტიმულია. პირადად მინდა გადავუხადო მადლობა სალომე ბოდაველსა და სოფიკო ბოდაველს. მათ მოახერხეს ის, რომ მარიამისთვის ტანვარჯიში მხოლოდ ჰობი აღარაა. ჩვენს წარმატებაში მათ უდიდესი წვლილი მიუძღვის და ეს ნამდვილად დასაფასებელია.  


რამდენიმე თვეში, თავისუფალ ილეთში საქართველოს ჩემპიონატიც იმართება, სადაც მარიამი 8 წლის ასაკის ბავშვებთან გამოდის. რა თქმა უნდა ვღელავ, თუმცა, ვცდილობ ეს მარიამთან არ გავამჟღავნო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ტანვარჯიშზე დადის, ვთვლი, რომ მარიამმა მისი ასაკის ბავშვებში საკმაოდ დიდი წარმატებას მიაღწია. დანრჩენს კი მომავალი გვიჩვენებს,“- ამბობს მედიასთან საიუბრისას მარიამის დედა, შორენა ჯოხაძე.


მარიამ გაბრიაძე, ხუთი წლის ასაკში, უკვე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია.


მარიამის გამოსვლა:



დაჯილდოება:






კომენტარები: