"მამაჩემი მოიშორეს და საქმე შეკერეს" - რას ყვება სანდრო სანაია მამაზე, საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე?

ინტერვიუ 07 Aug 2020 13:30

26 ივ­ლი­სი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა... უკვე 19 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ეს დღე მა­ინც ტკი­ვი­ლი­ა­ნია. გი­ორ­გის შვი­ლი - სან­დრო უკვე 24 წლის არის და ისიც "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ობს, მაგ­რამ ის აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას არ მიჰ­ყვე­ბა, რა­საც მისი მამა გი­ორ­გი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. სან­დრო დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია, ასე­ვე მიჰ­ყავს სხვა­დას­ხვა ტე­ლეპ­რო­ექ­ტი. მა­მა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბუნ­დოვ­ნად და შე­წე­ბე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი­ვით ახ­სოვს, რომ კად­რე­ბა­დაა დაშ­ლი­ლი მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი.


"ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი... მერე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ჩე­მე­ბი არა­ფერს მაკ­ლებ­დნენ. დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, მერე - უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც რი­გი­თი ბავ­შვი­სა და სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში", - გვიყ­ვე­ბა სან­დრო სა­ნა­ია.


- მამა რომ არ იყო შენ გვერ­დით, ეს რა ემო­ცი­ას იწ­ვევ­და?


- სევ­დი­ა­ნი მო­მენ­ტი იყო, თუმ­ცა ჩე­მამ­დე ეს ისე მო­ი­ტა­ნეს და ისე ამიხ­სნეს, რომ ტრავ­მა არ მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­გუ­ე­ბუ­ლად იყო, არც არა­ვის­ზე ვბრა­ზობ­დი და არც არა­ვის­ზე ვი­ბოღ­მე­ბო­დი. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა იმ მხრივ, რომ დე­და­ჩე­მი ჩემ გვერ­დით იყო, ბი­ძე­ბი და სხვე­ბიც არა­ფერს მაკ­ლებ­დნენ...


- რო­დე­საც უკვე გა­ი­ზარ­დე, რას მიხ­ვდი?


- მივ­ხვდი, რომ მა­მა­ჩე­მი მო­ი­შო­რეს, რო­გორც ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი მო­უ­შო­რე­ბი­ათ და საქ­მე შე­კე­რეს, - მიჭ­რეს, მოჭ­რეს ისე, რო­გორც აწყობ­დათ...


- ქარ­თულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მსგავ­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ცო­ტა­ვე­ბა. რო­დე­საც მის ჩა­ნა­წე­რებს უყუ­რებ, შენ რას ფიქ­რობ?


- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, რა­საც სჭირ­დე­ბა - ნიჭი, შრო­მა, მონ­დო­მე­ბა, - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, ასე­ვე საქ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სჭირ­დე­ბა ის, არ გა­ი­ყი­დო!..


- თსუ-ში ზუს­ტად ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რე, რაც გი­ორ­გიმ?


- კი, იგი­ვე ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, რაც მან და­ამ­თავ­რა - ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, თსუ, მე­ექ­ვსე კორ­პუ­სი - აქ მი­ი­ღო მა­ნაც ჩემ­სა­ვით გა­ნათ­ლე­ბა...


- ალ­ბათ ამი­ტო­მაც მი­ი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?


- მო­ვი­ტყუ­ე­ბი, რომ ვთქვა, ამან გავ­ლე­ნა არ იქო­ნია-მეთ­ქი. ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და და ცხა­დია, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ეს იყო.


- ისე, ვახო სა­ნა­ი­ა­მაც იგი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო წლე­ბის წინ, როცა ზუს­ტად იქ სწავ­ლობ­და, სა­დაც გი­ორ­გი...


- ვახო სა­დაც ახლა არის და რა­საც აკე­თებს, ზუს­ტად აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა...


- რო­გორ ფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თე?


- ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­და­ვი­ფიქ­რე და უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, არ ვნა­ნობ... სა­ერ­თოდ არ მიყ­ვარს, რომ გი­ორ­გის­თან მა­კავ­ში­რე­ბენ. დღეს­დღე­ო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ვმუ­შა­ობ და კი­დევ რა­ღაც პრო­ექ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ. რა­საც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ჰქვია, ამას­თან შე­ხე­ბა არ მაქვს - არ ვარ ჩარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.


- არ გინ­დო­და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ფი­ლი­ყა­ვი?


- რომ მდო­მო­და, ვიქ­ნე­ბო­დი, მე სა­კუ­თა­რი გზა ვი­პო­ვე და სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს მი­ვე­ცი გა­სა­ქა­ნი.


- ამ ყვე­ლაფ­რის სიმ­ბო­ლუ­რი ნი­შა­ნი ისაა, რომ შენც „რუს­თა­ვი 2“-ში მუ­შა­ობ. რა თქმა უნდა, ეს არხი დღეს მა­შინ­დე­ლის­გან გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ხე­ლი ისევ ის აქვს და სიმ­ბო­ლუ­რო­ბა­ში ამას ვგუ­ლის­ხმობ.


- კი, რა თქმა უნდა... ხოლო თუ რა­ტომ „რუს­თა­ვი 2“, ალ­ბათ თუნ­დაც მა­გი­ტომ და თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თუ გა­დავ­ხე­დავთ ბოლო ოცწლე­ულს, ეს არხი იყო და არის დიდი ის­ტო­რი­ის და ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე. თუმ­ცა ახლა გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დია, მაგ­რამ მა­ინც "რუს­თა­ვი 2"“-ია. მისი სა­ხე­ლი ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს, თუნ­დაც იმ ის­ტო­რი­ა­ზე, რაც გა­მო­ი­ა­რა.


- ვახო სა­ნა­ია ვახ­სე­ნეთ, რო­გო­რია მისი როლი შენს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც ბი­ძის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის?


- ვახო ჩემი მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი იყო და დღემ­დე ასეა. რო­დე­საც რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ, პირ­ველს ვა­ხოს მივ­მარ­თავ. როცა რა­ღაც იდეა მაქვს, მას ვე­უბ­ნე­ბი, ბავ­შვო­ბი­დან გვერ­დში მიდ­გას და ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბით. ხან­და­ხან მენ­ტო­რუ­ლი მო­მენ­ტიც აქვს.


- გი­ორ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ერ­თად, სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იყო, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ერ ჯგუფ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით იღებ­დნენ. ამ მხრივ გრძნობ მას­თან მსგავ­სე­ბას?


- მე ცოტა ეპა­ტა­ჟუ­რი ვარ, მთლად ეგე­თი კარ­გი ვერ ვარ, არც ხა­სი­ა­თი გვი­გავს, მგო­ნი და არც ვა­პი­რებ, და­ვემ­სგავ­სო ან შე­ვე­და­რო. სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. მე უკვე მე ვარ...


- რა არის ყო­ვე­ლი 26 ივ­ლი­სი თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის?


- ჩვენ­თვის მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბაა და რა დროც არ უნდა გა­ვი­დეს, ასე იქ­ნე­ბა. ეს სიმ­ბო­ლუ­რი თა­რი­ღია, თო­რემ ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი დღე ეგე­თია. რე­ა­ლუ­რად კი არის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბაც არ გვიყ­ვარს...


- და­უ­ვი­წყა­რია მისი გას­ვე­ნე­ბის დღე სი­ო­ნის ტაძ­რი­დან. მერე ხალ­ხით გა­და­ჭე­დი­ლი ქუჩა...


- მგო­ნი, ასე­თი რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა, მით უფრო, 26 წლის ბიჭ­ზე, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა და ადა­მი­ა­ნებ­ში ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვა... არ თა­მა­შობ­და, ნიღ­ბებს არ ირ­გებ­და და თავს არა­ვის აწო­ნებ­და. იყო ისე­თი, რო­გო­რიც იყო!..


- და ერთხე­ლაც, ეს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გაქ­რა...


- გაქ­რა, მაგ­რამ სტან­დარ­ტი შექ­მნა, ისე­თი, რომ მაგ სტან­დარტს ჯერ ვე­რა­ვინ შეწვდა...


- შენ­თვის რა არის ცხოვ­რე­ბა­ში, პრო­ფე­სი­ა­ში მთა­ვა­რი?


- პრო­ფე­სი­უ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა, არც სა­კუ­თა­რი თავი მო­ვა­ტყუო და არც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თან შე­ხე­ბა მაქვს, ვიყო მარ­თა­ლი.


- სან­დრო, მგო­ნი, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იმი­ჯი გაქვს...


- ხან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ, ხან - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი... ჩემი თავი ამ ამ­ხრივ ვი­პო­ვე. ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოვ­ხვდი და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში გა­მო­ვი­ა­რე, ყვე­ლა და­მეხ­მა­რა, სა­კუ­თა­რი თავი და ინ­ტე­რე­სე­ბი აღ­მო­მე­ჩი­ნა.


- რა გა­ტა­ცე­ბე­ბი გაქვს?


- ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია, ოღონდ, თვი­თონ არ ვარ შე­მოქ­მე­დი. სხვე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი ვარ. მიყ­ვარს მხატ­ვრო­ბა, მუ­სი­კა, თუმ­ცა სპორ­ტიც მი­ტა­ცებს...


- მე­ო­რე სე­ზო­ნია, მე­გაპ­რო­ექ­ტის "დიდი სცე­ნა" ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ხარ და ნინი კუპ­რა­ძეს­თან ერ­თად, ეს ამ­პლუა მშვე­ნივ­რად მო­ირ­გე...


- კი, ეს პრო­ექ­ტი უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია გა­დის, კარ­გად და­ი­ქო­ქა. ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, კარ­გი ჟი­უ­რია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან პრო­ექტს, რე­ჟი­სო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ხმის რე­ჟი­სო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნის პარტნი­ო­რო­ბას სტუ­დი­ა­ში და სცე­ნა­ზე, ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზო წყვი­ლი, ვი­ტყო­დი, იდე­ა­ლუ­რია, კარ­გად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს, ამა­ში ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ის, რომ პრო­ექ­ტის და საქ­მის მიღ­მაც მე­გობ­რე­ბი ვართ...

დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებთ, ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან მაქვს შეხ­ვედ­რა. გა­სა­ქა­ნი მაქვს და ერთ ად­გი­ლას არ ვარ გა­ჩე­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი დღი­დან, ანუ ამ არხზე, დი­ლის გა­და­ცე­მა რაც ამ ფორ­მით და­ი­წყო, მას­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა იქ­მნე­ბო­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი და უკვე ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რიც გა­ვი­და.


- ჩვენს მკი­თხველს, ვინც შენს ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს, რას ეტყო­დი?


- მკაც­რად ნუ გან­მსჯი­ან, ჯერ ვარ სან­დრო სა­ნა­ია და მერე - გი­ორ­გის შვი­ლი!



წყარიო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი