ზაზა სვანაძე: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

17 Nov 2017 00:11

ზაზა სვანაძე არის ჟურნალისტი და გახლავთ იმერეთის მხარიდან


მაღიზიანებს - ფამილარობა;

ვგრძნობ - გულწრფელობას;

მეშინია - სიბერის, დავრდომის...

ვიცი - ძალიან ცოტა;

არ ვიცი - ეკონომიკა;

შემიძლია - ბევრი ლაპარაკი და სიკეთის გაკეთება :)

არ შემიძლია - ცილისწამება!

ვმეგობრობ - ლაღ და საინტერესო ადამიანებთან;

ვაპატიებ - ტყუილსაც კი, თუ მის უკან ღალატი არ დგას.

ვტირი - მაგალითად გუშინ ვიტირე, სტომატოლოგის სავარძელზე, გამაყუჩებელმა ვერ გამიყუჩა კბილი და სიმწრის ცრემლები ვღვარე :)

ვიცინი - ხშირად, ლაკონურ იუმორზე :)

ვეძებ - და ვიპოვი კიდეც :)

ღირსი ვარ - ადამიანი თავის ბედს თავად ქმნის, რასაც შევქმნი იმას მივიღებ საპასუხოდ.

ვჩხუბობ - ადრე უფრო ხშირად ვჩხუბობდი, ამ ბოლოს მეზარება უსაგნო კონფლიქტები.

ვკარგავ - დაუფიქრებლად თუ ღალატის წინაშე, ანუ ფაქტის წინაშე დავდექი!

მშურს - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მოუნდება სხვის ადგილზე ყოფნა, ან ოდნავ მაინც არ დაწყდება გული, რომ რაღაც არა აქვს.

ვემალები - არავის არ ვემალები. ფბ-ზე, ინფორმაციის განყოფილებაში მიწერია სახლის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

ვემტერები - ამწუთას არავის მტერი არ ვარ.

მაინტერესებს - ადამიანის ტვინი, ამ ბოლოს ნეირობიოლოგიამ გამიტაცა, არ არსებობს ადამიანის ტვინზე უფრო რთული მექანიზმი.

არ მაინტერესებს - სპორტი :)

მახსოვს - დეტალები; მაგალითად რა ფერის წინდა ეცვა ადამიანს 10-15 წლის წინ, თუმცა შეიძლება არ მახსოვდეს, რა გეახელით გუშინ :)

მრცხვენია - რომ ძალიან მეშინია სიმაღლის, ისტერიულადაც კი - შვიდჯერ ვიმგზავრე თვითმფრინავით და შვიდივეჯერ მთელი ეკიპაჟი დავაყენე ფეხზე :)

უარვყოფ - ათეიზმს, არ მგონია, რომ ადამიანის სული ხორცთან ერთად ასრულებდეს სიცოცხლეს, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ.

ვავადმყოფობ - ვბრინქიტი მაწუხებს ამ ბოლოს, მაგრამ სიგარეტის მოწევას ვერ მოვუკელი :)

ვმალავ - დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რაც გასაჯაროვებას არ ექვემდებარება.

ვინახავ - ჟურნალ-გაზეთებს, მათ შორის ისეთებსაც, რომელშიც ჩემი ინტერვიუ არაა.

მწამს - რომ სამართლიანობა ყოველთვის აღდგება.

მიკვირს - უნამუსო და უპასიხისმგებლო ადამიანთა ქცევები.

მიხარია - როცა ღირსეული ადამიანი თავის ღირსეულ ადგილს იპოვის.

ვჭორაობ - პოლიტიკოსებზე :) ჟურნალისტების წრეში ძირითადად, სხვებს ისინი ნაკლებად აინტერესებთ :)

ვდარდობ - რომ ინგლისური ვერ ვისწავლე თავის დროზე :)

ვამაყობ - ჯერ არაფერი არ გამიკეთებია, ისეთი რითიც ვიამაყებ.

ვაკეთებ - ახლა გეგმაში მაქვს 3-4 პროექტი და თუ გამომივა საჯაროდაც ვიტყვი.

ვეფერები - მაწანწალა ძაღლებსაც, სიყვარული და თანაგრძნობა ზოგჯერ ჰიგიენაზე მაღლა დგას ❤

მსიამოვნებს - როგორც ყველას ქება, თუმცა კრიტიკასაც ვითხოვ მეგობრებისგან

მესიზმრება - ამ ბოლოს სიზმრებმაც მიმატოვეს :)

ვეხმარები - როცა ამის შესაძლებლობა მაქვს.

ვეწევი - პარლამენტს, თუმცა პარლამენტარობაზე არ ვოცნებობ :)

მწყინს - დაუნახავობას როცა ვეფეთები.

ვხარჯავ - მიყვარს შოპინგი, შოპინგოთერაპია ძალიან მშველის :)

ვღალატობ - ღალატის საპასუხოდ.

ვკამათობ - თუ მაიძულებენ, რომ უნდა ვიკამათო :)

ვუხეშობ - როცა ცუდი სერვისია, როცა გამყიდველი მთქნარებით მიყურებს და თვალებში ეტყობა, რომ შევაწუხე :")

ვუსმენ - ადელს :)

ვყოყმანობ - ამ ბოლს, როცა მაგალითად ელისო კილაძეზე რამის დაწერა მსურს, თან კარგიც მახსოვს მისგან, თან უსამართლობაც და ორმაგი გრძნობა როცა ირევა ჩემში არ ვიცი, როგორ ვისაუბრო მასზე.

ვკითხულობ - ლევ ტროცკის ბიოგრაფიას.

ვამზადებ - ვინაიდან ამ ბოლოს პურს ზურგი ვაქციე, ჭადის გამოცხობა ვისწავლე:) არაჩვეულებრივი თხელი ჭადები გამომდის, მეტად ვერ გამოვიჩენ თავს როგორც კულინარი :)

ვუყურებ - მაკა რაზმაძის გადაცემებს, მიყვარს სანახაობა  ❤

ვკლავ - მოსაკლავი უნდა მოკვდეს, მაგრამ არა ჩემი ხელით :) ჯალათად ვერ გამოვდგები :)

ვაფუჭებ - სხვებმა თქვან თუ რას :)

ვცხოვრობ- მოკრძალებულად

ვცემ - პატივს :)

ვყვირი - როცა საყვირალია.

ვმღერი - აბაზანაში :)

ვასრულებ - ისეთ დავალებებს რომელიც ჩემს პრინციპებთან და ფასეულობებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

დავდივარ - რესტორნებშიც :)

ვმკურნალობ - კბილებს :)

ვერიდები - ბოროტ ადამიანებს.

ვთამაშობ - აზარტულ თამაშებსაც.

ვიტყუები - ძალიან იშვიათად; მაგ; სად იყავი ? საქმე მქონდა- თუ ვინმესთან ვერ მივედი დროულად, ამ დროს შეიძლება მეძინა

ვეთაყვანები - დახვეწილ და აკადემიურ ადამიანებს ❤

ვგიჟდები - შეშლილ სამყაროში ჩემი გაგიჟება არ ჩანს ხოლმე:) ამიტომ არ ვიწუხებ თავს:)

მიყვარს - სილამაზე ❤

ვოცნებობ - რეალისტი გავხდი :)

ვფიქრობ - ბევრს ❤

მძულს - ორპირობა.

ვნანობ - ვნანობ ბევრ რამეს, აქ, მოკლედ ვერ დავწერ, გამომნდინარე თქვენი ინტერვიუს ფორმატიდან.

კმაყოფილი ვარ - არასდროს არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით, ნეტარებაში თუ გადაეშვები ადამიანი, იქ ამთავრებ ზრდას, ანუ სიცოცხლეს მენატრება - იმერული გულაბი მსხალი ❤ აქ არ იყიდება ისეთი, დასავლეთში რო გამისინჯავს :)

მსურს - რომ ბევრი ფული მქონდეს, რათა დავეხმარო სხვებს :)

ვაგროვებ - სანთებელების შეგროვება დავიწყე, ჯერ 12 ცალი მაქვს :) ვითვლი და ვიცი :)

ვიხდი - ვალებს დროულად :)

ვეჭვიანობ - მეგობრებზე :) ცუდი თვისება მაქვს :)

ვკაიფობ“ - კონიაკით :)

ვიზიდავ - როო?

ვალამაზებ - ჩემი სახლის დეკორს, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს...  ❤



გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

კომენტარები: