დავით მუჯირი: საქართველო იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც უეფამ, შესაძლოა, ნეიტრალური მატჩები გამართოს

სპორტი 06 Aug 2020 21:06

უეფასთან დღეს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.


„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ევროტურნირები იყო. ბოლო სეზონის ევროტურნირები განახლდა. 9 აგვისტოს წილისყრა გაიმართება. ქვეყნებს შორის გადაადგილება პრობლემურია. რაუნდი ერთმატჩიანი იქნება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველა შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების გარდა, ერთმატჩიანი იქნება და უმაყურებლოდ ჩატარდება“, – ამბობს მუჯირი.


უეფა-ს გეგმის თანახმად, შესაძლოა, ევროთასების მატჩების ნაწილს საქართველომ უმასპინძლოს: „უეფა-მ გაგვაცნო გეგმა, რომ კრიზისულ ვითარებაში მყოფი ქვეყნების გუნდების თამაშებს ნეიტრალური სახელმწიფოებში გადაიტანენ, სადაც კარგი ეპიდემოლოგიური მდგომარეობაა. ასეთი ოთხი ქვეყანაა: კვიპროსი, საბერძნეთი, პოლონეთი და საქართველო. შევეცდებით, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ეს საკითხი გავიაროთ და თამაშებს ვუმასპინძლოთ, თუ მასპინძლის სტატუსს ჩვენი გუნდები მიიღებენ“.


მუჯირის თქმით, მაყურებლის სანაკრებო თამაშებზე დასწრების საკითხი ჯერაც გაურკვეველია. 



კომენტარები:

ფართი შოპი