ირაკლი კობახიძე: სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად აღიდგინონ პანდემიით მიყენებული სოციალური ზიანი

პოლიტიკა 06 Aug 2020 20:00

პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილი სოციალური დახმარების პაკეტი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


„ჩვენი პასუხი პირველ რიგში არის სოციალური დახმარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ძალიან სწორად არის შერჩეული სეგმენტები, სხვადასხვა სეგმენტი, რომლისთვისაც არის მიმართული ეს დახმარება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა და მაქსიმალურად აღიდგინონ ის სოციალური ზიანი, რომელიც მათ მიაყენა პანდემიამ“, – განაცხადა კობახიძემ.


შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.



კომენტარები:

ფართი შოპი