ბექა ლილუაშვილი: თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო

პოლიტიკა 06 Aug 2020 17:04

დღეს რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც მოიხმარს კონკრეტულ მაჩვენებელზე ნაკლებს და სახელმწიფო ზამთრის მძიმე თვეებში მათ ამ ფორმით დაეხმარება.

 

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად შეუძლია ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მიცეს თავის მოქალაქეებს და მერწმუნეთ, ამის პოლიტიკური განწყობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რესურსებიდან, რაც გვაქვს, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, ეს ვერ იქნება საკმარისი უმუშევრობისა და იმ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და ეს მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიმძიმდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვისაუბროთ ალტერნატივებზე, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა უკეთესი. ამასთან დაკავშირებით იყო უამრავი კრიტიკა. დღეს უბრალოდ რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ეს ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო ღონისძიება, რომელიც შეეხება ყველა იმ ოჯახს, რომელიც მოიხმარს კონკრეტულ მაჩვენებელზე ნაკლებს და სახელმწიფო მათ ამ კონტექსტით დაეხმარება ზამთრის მძიმე თვეებში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი