გიგა ნასარიძე: H&M-ის VIP სტუმარი იგივეა, რაც მაკდონალდსის ელიტური შეფმზარეული!

16 Nov 2017 23:27

"H&M-ის VIP სტუმარი იგივეა რაც მაკდონალდსის ელიტური შეფმზარეული!"- წერს გიგა ნასარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.



16 ნოემბერს, ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე გალერია თბილისში, H&M-ის მაღაზია VIP მომხარებლებისთვის გაიხსნა. სტუმრებს შეეძლოთ ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით ესარგებლათ სრულ კოლექციაზე.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი ადამანები, მსახიობები, მომღერლები, ჟურნალისტები, მოდის სფეროს წარმომადგებები. ისინი H&M-ის სამოსში გამოწყობილები პოზირებდნენ მაღაზიის წინ, მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტროტუარზე დაგებულ წითელ ხალიჩაზე.


დამსწრეებს შორის იყვნენ მომღერალი ლელა წურწუმია, მამულიჩა, მომღერალი ნინი ბადურაშვილი, მოდელი თაკო ჩხეიძე, მის საქართველო 2015 ნუკი ყარალაშვილი და სხვები.


კომენტარები: