"არანაირი საფრთხე და ელექტროშოკი არ უხსენებია ჩემთან" - გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ექსკლუზიური ინტერვიუ

ინტერვიუ 06 Aug 2020 12:51

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლილ 23 წლის პროგ­რა­მისტს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ეს ფსი­ქო­ლო­გი ქეთი კო­ბა­ლა­ძეა, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ ambebi.ge-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა:


ქეთი კო­ბა­ლა­ძე, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი:


- არც ერთ კი­თხვა­ზე პა­სუხს არ გაგ­ცემთ, ვი­ნა­ი­დან ეს ეთი­კის, ამა­ვე დროს, ფსი­ქო­ლო­გის და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხია. ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ვუ­პა­სუ­ხე, უამ­რა­ვი კი­თხვა და­მის­ვეს და არ­სე­ბობს ჩემი ხელ­მო­წე­რი­ლი პა­სუ­ხე­ბი.


- მეს­მის და თა­მუ­ნას ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმას არც გკი­თხავთ, რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, ან რა დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვით, რას გი­ამ­ბობ­დათ...


- მერ­წმუ­ნეთ, არა­ვი­თა­რი სა­ი­დუმ­ლო ჩემს ხელთ არ არის, რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­მა, რაც ვი­ცო­დი, რაც შე­მეძ­ლო, მხო­ლოდ ის ვთქვი.


- უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, სუ­ი­ცი­დის მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო ის პრობ­ლე­მა, რაც მას აწუ­ხებ­და? მტკი­ცე­ბით ვე­რა­ფერს იტყვით, მხო­ლოდ ვერ­სია რო­გო­რია თქვე­ნი...


- მტკი­ცე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ვიდ­რე ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, გო­გო­ნა დიდი ხნის უნა­ხა­ვი მყავ­და, სულ რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხე, კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გამო დიდი წყვე­ტა გვქონ­და - თე­ბერ­ვალ­ში იარა ჩემ­თან, მერე პან­დე­მი­ამ მოგ­ვის­წრო, ბო­ლოს კი გა­მოც­დე­ბი და დიპ­ლო­მი ჰქონ­და და­სა­წე­რი. ყვე­ლას ძი­რი­თა­დი კი­თხვა ის არის, მო­იკ­ლავ­და თუ არა თავ­სო. რაც მას­ზე ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, ძი­რი­თა­დი პორ­ტრე­ტი, ის ვუ­თხა­რი გა­მო­ძი­ე­ბას. არ ვიცი, თა­მუ­ნას დიდი ხა­ნია არ შევ­ხვედ­რი­ვარ და ვერ გე­ტყვით, რა შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ადა­მი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი მე­ქა­ნიზ­მია, იმ­დე­ნად ადაპ­ტი­რე­ბა­დია, იმ­დე­ნად გამ­ძლე, სპონ­ტა­ნუ­რი, ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. ისეთ პა­ტივს ვცემ ჩემს პრო­ფე­სი­ას, ვე­რა­ნა­ირ მკი­თხა­ო­ბას ვერ და­ვი­წყებ.


- რა გი­თხრათ თა­მუ­ნამ, რო­გორ გი­პო­ვათ, ვინ ურ­ჩია თქვენ­თან მოს­ვლა?


- არც ვიცი, რო­გორ მი­პო­ვა, ვკი­თხე და ასე მი­თხრა, "ფე­ის­ბუქ­ზე" დავ­წე­რე და თქვე­ნი თავი მირ­ჩი­ეს, ვი­ღა­ცამ გა­გი­წი­ათ რე­კო­მენ­და­ცი­აო.


- რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა თქვენ­ზე გო­გო­ნამ, რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით?


- თა­მუ­ნა სრულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იყო, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. სულ რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­თან, ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. პან­დე­მი­ამ­დე ერთი თვე იარა, მერე არც კი მო­უ­წე­რია ონ­ლა­ინ. ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და ვე­რა­ვის და­ა­ძა­ლებ, მოდი, ილა­პა­რა­კეო. მე იმან გა­მაკ­ვირ­ვა, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა გოგო ჩემი ასა­კის ფსი­ქო­ლოგ­თან რომ მო­ვი­და. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა ფსი­ქო­ლო­გია, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით და და­მა­ინ­ტე­რე­სა, სა­ი­დან მოხ­ვე­დი-თქო. არ მი­თხრა, ვინ ურ­ჩია, მარ­ტო ის თქვა, რაც გი­თხა­რით...


- რო­გორ ფიქ­რობთ, საკ­მა­რი­სად გახ­სნი­ლი იყო თქვენ­თან?


- ვფიქ­რობ, სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­ას­წრო გახ­სნა...


- სი­ტყვა სუ­ი­ცი­დი, ან მას­ზე ფიქ­რე­ბი უხ­სე­ნე­ბია თქვენ­თან?


- არა, არა. დიდ ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად და უცებ აკე­თე­ბენ დას­კვნებს და ხე­ლა­ღე­ბით შე­უძ­ლი­ათ რა­ღა­ცა რა­ღა­ცას და­უ­კავ­ში­რონ. ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად რთუ­ლი მე­ქა­ნიზ­მია და იმ­დე­ნად ხან­გრძლი­ა­ვია ეს პრო­ცე­სი, არი­ქა, მო­ვი­და და მა­შინ­ვე რა­ღაც დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნე, ასე არაა. არ ვარ ასე­თი გა­და­სა­რე­ვი ფსი­ქო­ლო­გი, და­ვი­ნა­ხო ადა­მი­ა­ნი და ეგ­რე­ვე დას­კვნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნო.


- როცა ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეთ, ალ­ბათ, ძა­ლი­ან შე­წუხ­დით..


- შევ­წუხ­დი რო­მე­ლია, უც­ნობ ახალ­გაზ­რდა­ზე რომ გა­ი­გებ, წუხ­დე­ბი და მით უმე­ტეს, ადა­მი­ანს რო­დე­საც გა­იც­ნობ, რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდე­ბი და კონ­ტაქ­ტი გაქვს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დი. სა­ბო­ლო­ოდ ჯერ ხომ არა­ფე­რია დად­გე­ნი­ლი? ვი­ცით, რომ სუ­ი­ცი­დი ჩა­ი­დი­ნა? ვი­ცით, სა­ბო­ლოო ვერ­სია? ძა­ლი­ან ცუდ გან­ცდებ­ში ჩავ­ვარ­დი და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ეს ამ­ბა­ვი. ფსი­ქო­ლო­გიც ადა­მი­ა­ნია და შე­საძ­ლოა, უფრო მეტი ემო­ცი­აც აქვს.


- რად­გან აგ­რძე­ლებ­და სი­ა­რულს, გა­მო­დის, კმა­ყო­ფი­ლი იყო თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბით...


- რო­გორ გი­თხრათ, სულ პო­ზი­ტი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი და მად­ლო­ბებს მიხ­დი­და.


- პა­რა­ლე­ლუ­რად ნევ­რო­ლო­გი ხომ არ გირ­ჩე­ვი­ათ მის­თვის?


- არც ნევ­რო­ლო­გი და არც წამ­ლე­ბი არ მირ­ჩე­ვია, სულ ამ­ბობ­და, დედა ექი­მი­აო. და თუ ვინ­მე­ზე სა­უბ­რობ­და, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­და. ჩა­კი­თხვე­ბი არ მქო­ნია, რა­საც სა­უბ­რობ­და, ეს იყო მის­თვის ამ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოს­ვლის მთე­ლი არსი, რომ ესა­უბ­რა და მალე წა­სუ­ლი­ყო.


- ალ­ბათ გა­ი­გებ­დით, რომ თა­მუ­ნას თან ელექტრო­შო­კი დაჰ­ქონ­და. ეს თუ უთ­ქვამს თქვენ­თვის, ან საფრ­თხე­ზე თუ უსა­უბ­რია თქვენ­თან?


- ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და... არა­ნა­ი­რი საფრ­თხე და ელექტრო­შო­კი არ უხ­სე­ნე­ბია ჩემ­თან. თა­მუ­ნა ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ევ­რო­პა­ში ნამ­ყო­ფი და ალ­ბათ თვი­თონ მო­ა­ხერ­ხებ­და რა­მეს. ამა­ზე ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ვიცი.



წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი