გიორგი ლომინაძის მიმართვა გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებით დადარდიანებულ ხალხს

15 Nov 2017 13:18

გიორგი ლომინაძე, ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერი:


_გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებით დადარდიანებულ ხალხს ვეტყვი, რომ გარემოს დაცვის ერთადერთი ეფექტური და გამართლებული გზა არის ყველანაირი გარემოს სრული პრივატიზაცია და კერძო საკუთრების უფლების ზედმიწევნით კარგად დაცვა. ის, რაც ვითომ ყველასია, სინამდვილეში არავისი არ არის და ამიტომ ყველა ცდილობს, რომ სხვას დაასწროს და ხელი მოითბოს მისი განადგურებით. ამას საერთოების ტრაგედია ეწოდება. 


გარემო მხოლოდ მაშინაა დაცული, როცა მას კერძო მესაკუთრე ჰყავს. გარემოს დაცვაზე ნებისმიერი სხვა გზით ზრუნვა არის ერთი დიდი ბლეფი, რაც სინამდვილეში მოსახლეობის გაძარცვას და ბიუროკრატიის გასუქებას ემსახურება.

კომენტარები: