როგორ მოირგო ნიკა ქავთარაძემ ჩცდ-ს ყველაზე სკანდალური როლი?

ინტერვიუ 05 Aug 2020 18:19

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე-16 სე­ზო­ნი და­ი­ხუ­რა. რო­გორც ყო­ველ სე­ზონ­ზე, პრო­ექ­ტში წელ­საც ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი გა­მოჩ­ნდა, მათ შო­რის, "ტრო­ლე­ბის უფ­რო­სი" ელ­ვი­რი. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ნიკა ქავ­თა­რა­ძეს მი­ან­დო. ნი­კას კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი არა­ერთ ამ­პლუ­ა­ში მო­უ­სინ­ჯავს, თუმ­ცა სე­რი­ალ­ში როლი პირ­ვე­ლად ითა­მა­შა და არ­ცთუ ური­გოდ.


რო­გორ აფა­სებს ნიკა ქავ­თა­რა­ძე სე­რი­ალ­ში თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს, რო­გორ მო­ირ­გო უარ­ყო­ფი­თი როლი, მი­ი­ღო თუ არა მისი შექ­მნი­ლი ელ­ვი­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა და რას ურ­ჩევ­და პერ­სო­ნაჟს, ამა­ზე ambebi.ge-სთან თა­ვად სა­უბ­რობს.


"ჩემი სე­რი­ალ­ში შეს­ვლა ნამ­დვი­ლად რის­კი იყო, მაგ­რამ ეს ასე პირ­და­პირ არ მომ­ხდა­რა, სინ­ჯე­ბი გა­და­მი­ღეს, იმ­სჯე­ლეს და როლ­ზე ამის შე­დე­გად და­მამ­ტკი­ცეს... ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბის დღეს ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გა­ნაც რის­კი, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემს და­ნახ­ვა­ზე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წა­ვი­დეს, სულ არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს, რომ გა­რეგ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც არა­ფე­რი შე­მიც­ვლია... მაგ­რამ არის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა გა­მიც­ნო, სა­ერ­თოდ არ იცი­ან, ვინ ვარ, არც ახ­სოვთ, აქამ­დე რას ვა­კე­თებ­დი, რად­გა­ნაც მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ...


ამი­ტომ, ვი­ღა­ცე­ბის­თვის მე ვარ მხო­ლოდ ელ­ვი­რი. ამას მერე მივ­ხვდი, როცა ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით პირ­ვე­ლი სე­რია გა­ვი­და", - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა ქავ­თა­რა­ძე, რო­მელ­საც სას­ცე­ნო მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, თუმ­ცა ამას რო­ლის შექ­მნა­ში, ვფიქ­რობ, ხელი არ შე­უშ­ლია... ასე­ვე რის­კი ისიც იყო, რომ არამ­სა­ხი­ობს ასე­თი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟის როლი უნდა ეთა­მა­შა...


"მთე­ლი ჯგუ­ფი ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ტი­პა­ჟი შედ­გეს, მეც ვზრუ­ნავ... ამი­ტომ, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, სახე აირ­ჩი­ეს, - ეს მამ­შვი­დებ­და, თო­რემ მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვარ, ფაქ­ტია! თა­ნაც ისე­თი ხა­ზით შე­ვე­დი სე­რი­ალ­ში, რო­მე­ლიც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­შიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, ანუ ტრო­ლებს და ბო­ტებს ვგუ­ლის­ხმობ", - აღ­ნიშ­ნავს ნიკა ქავ­თა­რა­ძე.


- რო­დე­საც პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათს მიხ­ვდი, რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო ამ პე­რო­ნაჟ­თან შენი მი­ახ­ლე­ბა?


- ტიპს იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს, და­დე­ბი­თი სა­ერ­თოდ, არა­ფე­რი გა­აჩ­ნია. თა­ვის ქცე­ვე­ბით, მა­ნე­რე­ბით იმ­დე­ნად გრო­ტეს­კუ­ლი ტი­პა­ჟია, რომ მსგავ­სი, კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნა არც არ­სე­ბობს ალ­ბათ, რო­მელ­საც მი­ბა­ძავ და როლს ასე შექ­მნი. ასე რომ, არა­ვის მა­ნე­რე­ბის "და­მუ­ღა­მე­ბა" არ დამ­ჭირ­და. სრუ­ლი­ად ახა­ლი გმი­რის შექ­მნა მო­მიხ­და, (არა)ჩვე­უ­ლებ­რი­ვის.


აქ კი უკვე ჩემი წარ­მო­სახ­ვის ტიპი მყავ­და, რო­მე­ლიც არის უპ­რინ­ცი­პო, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი, მას­ში ბევ­რი ვი­ღა­ცის ცუდი თვი­სე­ბაა თავ­მოყ­რი­ლი. ერთი შე­ხედ­ვით რთუ­ლი რო­ლია, მაგ­რამ მა­ინც ად­ვი­ლი, იმი­ტომ, რომ არ თა­მა­შობ ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ ტიპს. ტრო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი ხომ არა­ვინ იცის რო­გო­რია?! ეს ხომ არ არის რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი, რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა, ირი­ა­ლუ­რია.


- ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ხარ, ვინც ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კის, თუ ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რის როლი ითა­მა­შა...


- მა­გის გამო ქეთი დევ­და­რი­ა­ნის და ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძის მად­ლი­ე­რი ვარ. სა­ერ­თოდ, კი იმი­სი, ვინც ეს იდეა მო­ი­ფიქ­რა, რომ ასე­თი პერ­სო­ნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მარ­თა­ლია, არ ვი­ცით, ისი­ნი ვინ არი­ან, მაგ­რამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­დათ ასე­თი ტრო­ლებ­სა თუ ბო­ტებ­ზე. დღეს კი შე­იძ­ლე­ბა 80 წლის ქალ­მა თუ კაც­მა მათ შე­სა­ხებ უკვე იცო­დეს.


- და­მა­ჯე­რე­ბე­ლია შენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი, ამას ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს. რო­გორ შე­ძე­ლი?


- ად­რეც მით­ქვამს, ქეთი დევ­და­რი­ან­მა მი­თხრა, - იცო­დე, ისე მოხ­დე­ბა, ქუ­ჩა­ში ნი­კას ნაც­ვლად ყვე­ლა ელ­ვირს და­გი­ძა­ხებ­სო, რაც გა­მარ­თლდა... ხოლო თუ ჩემი როლი შედ­გა, ეს უკვე მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც გა­და­ღე­ბის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. ამას გა­დამ­ღებ ჯგუფ­ში ყვე­ლა გრძნობს და თა­ვის საქ­მეს კარ­გად აკე­თებს და სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­დის ნა­მუ­შე­ვა­რი კარ­გი, მე­ტიც, იდე­ა­ლუ­რი.


გა­და­ღე­ბი­სას ჩემი, პი­როვ­ნუ­ლი უკან მაქვს გა­და­დე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად მინ­დო­ბი­ლი ვარ რე­ჟი­სორს, ადა­მი­ანს, ვი­საც ეს პრო­ცე­სი მიჰ­ყავს. ასე­თი კარ­გი რე­ჟი­სო­რე­ბი, რო­გო­რიც ამ სე­რი­ალს ჰყავს, იშ­ვი­ა­თია. სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლე­ვენ, რომ ზედ­მე­ტად ინერ­ვი­უ­ლო. შე­იძ­ლე­ბა, 2-3 სე­რია ტი­პის ძი­ე­ბა­ში ხარ, მაგ­რამ მერე შენს ნა­მუ­შე­ვარს ნა­ხუ­ლობ და ცდი­ლობ, ხა­სი­ა­თი მე­ტად და­ი­ჭი­რო და უფრო კონ­კრე­ტუ­ლი ტიპი შექ­მნა - ეს პრო­ცე­სის ნა­წი­ლია.


- შენი პერ­სო­ნა­ჟის შე­სა­ხებ ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მი­კი­თხავს...


- ელ­ვი­რი რა­ტომ უნდა უყ­ვარ­დეთ? ისე­თი ცუდი და ბო­რო­ტი ტი­პია, სიყ­ვა­რულს არ უნდა იმ­სა­ხუ­რებ­დეს. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცებს მა­ინც უყ­ვართ... მაგ­რამ ჩემ­ზე არ შემ­ხვედ­რია კო­მენ­ტა­რი, როლს ცუ­დად აკე­თებ­სო. თო­რემ, ვი­მე­ო­რებ, ელ­ვი­რი მო­სა­წო­ნი რომ არ არის, ამას რა თქმა უნდა?! ის კი არა, ინ­ტერ­ნეტ­ში სა­ლო­მე შარ­ვა­ძის გმირს, ქე­თის "პუ­ტავ­დნენ", ბუ­ლინ­გი მო­უ­წყვეს, გა­ნი­ხი­ლავ­დნენ - ქმარს უღა­ლა­ტაო...


სა­ერ­თოდ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სე­რი­ალს ასე აღიქ­ვა­მენ, ნა­წილს ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პე­ბი ჰგო­ნია. უნდთ, მათ ჭკუ­ა­ზე ია­რონ. ვი­მე­ო­რებ, უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ასე­თი დო­ნის უარ­ყო­ფი­თი გმი­რი ვი­ღა­ცე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ეს კი რე­ჟი­სო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.


- ისე, რო­გო­რი ტი­პია? რა უნდა?


- ფული უნდა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და არა­ფე­რი სხვა. ყე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნია, უპ­რინ­ცი­პო, გარ­კვე­ულ­წი­ლად უს­ქე­სოც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ხაზი უც­ნა­უ­რად ჩანს სე­რი­ალ­ში. არა­ვინ უყ­ვარს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დე­დაც არ უყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, დედა ჰყავს, რო­მე­ლიც უვ­ლის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­თან რა­ღაც ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეს. სახ­ლში კომ­ფორ­ტი სჭირ­დე­ბა.


- ცხოვ­რე­ბა­ში შეხ­ვედ­რი­ხარ ასეთ ადა­მი­ანს?


- ეგე­ნი ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბას აფუ­ჭე­ბენ, არარ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას ქმნი­ან და იმ რე­ა­ლო­ბას ხალ­ხს აჯე­რე­ბენ. მერე ნე­ბის­მი­ე­რი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ეს ასე არ არის, მას ატყუ­ე­ბენ... ეს ტიპი სი­ახ­ლე სე­რი­ა­ლის­თვის, ამ ფორ­მა­ტის­თვი­საა, თუმ­ცა კე-გე-ბე-ს ჰყავ­და ასე­თი ხალ­ხი იმის­თვის, რომ ვი­ღა­ცა­ზე რა­ღაც ჭორი აე­გო­რე­ბი­ნათ და ადა­მი­ა­ნი გა­ე­შა­ვე­ბი­ნათ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მას­ზე სხვა წარ­მოდ­გე­ნა შეჰ­ქმნო­და. ახლა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო "ია­რა­ღი" ინ­ტერ­ნე­ტია. ცუ­დია, რომ ტრო­ლე­ბით და ბო­ტე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხს ებ­რძვის. სა­ო­ცე­ბა ხდე­ბა - ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნებს იმას აჯე­რე­ბენ, ბუ­ნე­ბა­ში რაც არ არ­სე­ბობს.


- რას ურ­ჩევ­დი ელ­ვირს?


- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ელ­ვირს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა. თან, მე რა უნდა ვურ­ჩიო?! გმი­რია და ეგ არის, ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ. თუ სე­რი­ალ­ში დიდ­ხანს იქ­ნე­ბა, "გა­მის­წორ­დე­ბა".


- მე-16 სე­ზონს სევ­დი­ა­ნი ფი­ნა­ლი ჰქონ­და, ახა­ლი ამ­ბე­ბიც და­იხ­ლარ­თა. რო­გორ გგო­ნია, რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს შენს გმირს?


- არა მგო­ნია, შე­მოდ­გო­მა­ზე სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნა გვქონ­დეს, სა­დაც ტრო­ლე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბა, გა­აგ­რძე­ლებს ალ­ბათ ელ­ვი­რიც "სი­ცო­ცხლეს"... სა­ინ­ტე­რე­სოა, ბა­ქარ­თან, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა. რე­ა­ლუ­რად არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია და ჩემ ვა­რა­უ­დებს, რა, რო­გორ იქ­ნე­ბა, ვერ გა­მოვ­თქვამ...


- ბო­ლოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­ნას პერ­სო­ნა­ჟი გახ­და გან­კი­თხვის ობი­ექ­ტი.


- არა­და, უც­ნა­უ­რია, - წიგნს რომ კი­თხუ­ლობ, მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად გმი­რებს ლან­ძღავ? ეს გმი­რი ხომ ავ­ტო­რის მო­ფიქ­რე­ბუ­ლია და რა­ღაც კონ­ტექ­სტშია ჩაბ­მუ­ლი. ნინა სა­დღაც რომ წა­ვი­და, ეს ხომ სცე­ნა­რია? არა­და, ვი­ღა­ცას, ვინც კო­მენ­ტა­რებს წერს, რე­ა­ლო­ბა ჰგო­ნია...


რე­ა­ლურ­სა და მხატ­ვრულს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა უნდა ვი­პო­ვოთ. ჩვენ არ ვცხოვ­რობთ მხატ­ვრულ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც იდე­ა­ლურ სამ­ყა­როს "ჩცდ"-ში ვე­ძებთ. ამ სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ის არის, რომ ცო­ცხა­ლია, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი რამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ხომ არ არის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი?! მოკ­ლედ, უყუ­რონ სე­რი­ალს და მერე თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე იფიქ­რონ. ჩვენ გვინ­და, ცხოვ­რე­ბა გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ და ნუ გა­ირ­თუ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას.


- "ჩცდ"-ს არა­ნაკ­ლე­ბი უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია ცოტ­ნე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მედ­რო­ვეა, მთე­ლი სე­რი­ა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა მან­ტია არ მო­ირ­გო - მას­თან ელ­ვირს ახლო კონ­ტაქ­ტი აქვს...


- ცოტ­ნეს სიმ­შვი­დე, ფული და გარ­თო­ბა უნდა, - სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის კა­ცია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეგო­ის­ტი, მაგ­რამ ელ­ვი­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­ღაც ტი­პის მო­რა­ლი მა­ინც აქვს და აწუ­ხებს. ელ­ვი­რი მთლად უნა­მუ­სოა!


- რას ეტყო­დი შენს მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც მთე­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­უ­რად გი­ყუ­რებ­და?


- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რა­ნა­ი­რი სე­რი­ა­ლიც არ უნდა იყოს, მა­ყუ­რე­ბელ­მა მისი ყუ­რე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბა უნდა მი­ი­ღოს ისე, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ჰქონ­დეთ და ამა­ზე ილა­პა­რა­კონ კი­დეც. სა­ერ­თოდ, კი მად­ლო­ბა, რომ უყუ­რე­ბენ და ჩემს გმირს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. ქუ­ჩა­ში ხალ­ხი თბი­ლად მხვდე­ბა და იმა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პუტ­კუ­ნა ბავ­შვებს, ვი­საც ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი უყ­ვარს, ელ­ვირს ეძა­ხი­ან...


წყარო - ambebi.ge


კომენტარები:

ფართი შოპი