"...და იყო ნამყო, დაიყო, გაქრა..." - გიორგი ჟორჟოლიანი

14 Nov 2017 14:54

ნებით მაღალთა


და იყო ნამყო, დაიყო, გაქრა,
განქარდა, ქარად ვით ღრუბელთ ბური,
მეფური ლტოლვა წელთა ამქარმა,
მოაშთო ლაღად ნებულარული.


თავნება ვნება თნებად გალობდა,
ლამობდა არსში ალერსის ხლართვას,
ხანძარს ანთებდა, დაგრიგალობდა,
წრფელ სიყვარულში განუკითხავად.


წმინდა აწინდდა, გადაარწივდა,
წვრთნიდა ხორცი სულს სასწაულად ნაზად,
გზად იყო: დარი, თოვლი და წვიმა,
ანაზდად ისე, ძალზედ ლამაზად.


ეჰ, გადაბინდდა რამაც იდიდა,
მინდად სიახლე მლამავს ახალთა,
მერე რა, დრო თუ ჩემი დაბინდდა,
შვილთ მზე ბრღვიალებს ნებით მაღალთა!



გიორგი ჟორჟოლიანი

კომენტარები: