საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.


ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.



კომენტარები:

ფართი შოპი