"სამკურნალოდ რომ ჰყავდათ წაყვანილი, თბილისის აეროპორტიდან არც არავინ გააცილა და არც დახვდა...აბა მიშა ყოფილიყო პრეზიდენტი..."

14 Nov 2017 13:53

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთელის გარდაცვალებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასე ეხმაურება:


"საზღვარგარეთ რომ ჰყავდათ, ცოტა ხნის წინ, წაყვანილი სამკურნალოდ, თბილისის აეროპორტიდან არც არავინ გააცილა და არც დახვდა... 

როგორც ვიცი, არც თემურ ალასანიას უნახავს საზღვარგარეთ მყოფი...

აბა მიშა ყოფილიყო პრეზიდენტი თუ დარჩებოდა ხელის მოსაკიდებელი ადგილი...

ტოჟე მნე, თანაგუნდელები... :( 

ნათელში იყოს..."-წერს მეფარიშვილი.



ცნობისთვის: საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი გარდაიცვალა, – ამის შესახებ  სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები წერენ და მწუხარებას გამოთქვამენ.

მზია წერეთელი 85 წლის იყო.



კომენტარები: