ჯენიფერ ლოპესის უმაკიაჟი ფოტო საზოგადოების განხილვის საგანი გახდა

ყვითელი 04 Aug 2020 16:21

ჯენიფერ ლოპესის უმაკიაჟი ფოტო კვლავ საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. 51 წლის მომღერალი უკვე გადაიქცა უბერებელი ქალის სიმბოლოდ. 


ადამიანი, რომლის უცვლელი სილამაზე სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. თუმცა ერთია ჰოლივუდის გლამური და მეორე კადრს მიღმა რეალობა. სწორედ ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ჯეი ლო ახალ უმაკიაჟო ფოტოს აქვეყნებს, მისი ფანები ინტერნეტს კომენტარებით ანგრევენ.


არც მომღერლის ბოლო ფოტო აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელიც ახალგაღვიძებულმა ჯეი ლომ დილით, მაკიაჟის გარეშე გადაიღო და #mormingface ჰეშთეგით მიესალმა Instagram-ზე 127 მილიონ გამომწერს.


„შეხედეთ, ამ საოცარ ბუნებრივ სილამაზეს“, „მიყვარს შენი ბუნებრივი, უბერებელი სიმალაზე“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურნენ ფოტოს ჯეი ლოს ფანები.



წყარო - regarder.ge


კომენტარები:

ფართი შოპი