ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.


„ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. დღეს დილის 09:00 საათისთვის იყო სამი ახალი შემთხვევა, ანუ ბოლო 24 საათში. წინა დღეებშიც ერთეული შემთხვევები იყო. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევის პირველწყაროზე გავდივართ. არ არის არც ერთი შემთხვევა, თუ მარტის და აპრილის შემთხვევებს არ ავიღებთ, სადაც პირველწყაროზე ვერ გავდიოდით. დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც პრინციპში, ვიცით პირველწყარო და მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამდენად, საპანიკო არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არანაირი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი