მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, მცხეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.   



„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკაში 46 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გუშინ დღის განმავლობაში ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ახალი პაციენტი ჯერ არ დაგვმატებია. კლინიკაში რამდენიმე მძიმე პაციენტი გვყავს. სამი ავადმყოფი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მათგან ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი. ჩვენს კლინიკაში ასევე არიან მსუბუქი მიმდინარეობის ავადმყოფებიც“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი