ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა

უცხოეთი 04 Aug 2020 11:49

ისრაელმა სირიის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა. იერიშის სამიზნე სირიის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურა გახდა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და საკონტროლო სისტემები.



„ორშაბათს დილით ისრაელელმა სამხედროებმა გოლანის მაღლობების სამხრეთ ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსება აღკვეთეს. აღნიშნულის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ სირიაში სირიის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამიზნეები გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში",- ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ისრაელის არმიაში აღნიშნეს, რომ ისრაელის თავდაცვითი ძალები განაგრძობენ მტკიცედ მოქმედებას და პასუხს გასცემენ ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას.



ისრაელელი სამხედროები ამბობენ, რომ მანამდე გოლანის მაღლობების საიხლოვეს მოკლეს ოთხი მამაკაცი, რომელიც ტერიტორიის დანაღმვას ცდილობდა.



ისრაელის თავდაცვის სმაინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებოდნენ მოკლული პირები, თუმცა მათივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის რეჟიმს ეკისრება.





კომენტარები:

ფართი შოპი