გიორგი ვოლსკი: გიგი უგულავამ ტრაბახს თავი დაანებოს

პოლიტიკა 03 Aug 2020 19:00


პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციონერ დეპუტატს, გიგი უგულავას მოუწოდა, ტრაბახს თავი დაანებოს და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნოს.



„ქართული ოცნების“ კანდიდატები ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, თავის საქმეში მაღალი დონის ექსპერტები არიან. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერია და რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს. ტრაბახს თავი დაანებოს. სჯობს, თავისი ხედვები გაგვაცნოს, როგორ აპირებს, წარმოადგინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი რეგიონი საქართველოს პარლამენტში.


იმ ადამიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ, ვინც პირდაპირ კავშირშია იმ რეჟიმთან, რომელმაც საქართველოს ის შედეგი მოუტანა, რასაც ყველა ვუყურებთ, ეს არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების უშველებელი არმია, ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავი ოჯახი, რომლის კისერზეც გადაიარა არაადამიანური მმართველობის სისტემამ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.






კომენტარები:

ფართი შოპი