მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი დაქორწინდა

ყვითელი 03 Aug 2020 18:08

ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი დაქორწინდა. ამის შესახებ მან Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა. პრემიერის რჩეული მისი დიდი ხნის პარტნიორი მარკუს რიაკიოინენი გახდა.



„ერთად ბევრი ბედნიერი და სევდიანი დღე გამოვიარეთ და ყოველთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ბედნიერი ვარ და განგებას მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მაქვს ვიყო ადამიანთან, რომელიც მიყვარს“, - წერს მარინი "instagram"-ზე.



ქორწილი 1 აგვისტოს, ფინეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა. მიღებაზე მხოლოდ წყვილის ახლო ნათესავები და მეგობრები იმყოფებოდნენ.



მარინი და რიაკიოინენი უკვე 16 წელია ერთად არიან. წყვილს 2,5 წლის ქალიშვილი ჰყავს.



34 წლის სანა მარინმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დაიკავა. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია.





წყარო - imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი