დონალდ ტრამპი: იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბჯოხარ ცარნაევი

უცხოეთი 03 Aug 2020 10:06

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.



„იშვიათია, ვინმე ისე იმსახურებდეს სიკვდილით დასჯას, როგორც ბოსტონის აფეთქებაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევი. სასამართლო შეთანხმდა, რომ ეს 11 სექტემბრის საშინელების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშიში შიდატერორისტული თავდასხმა იყო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გააუქმა. ამას უამრავი სიცოცხლე შეეწირა. ფედერალურმა მთავრობამ სასიკვდილო განაჩენის დაბრუნება უნდა მოითხოვოს და სასამართლომ პროცესი თავიდან წამოიწყოს. ჩვენმა ქვეყანამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ უნდა მიიღოს. ამასთანავე, სასაცილოა, რომ პროცესს ამდენი დრო სჭირდება“, – წერს დონალდ ტრამპი.



აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.



სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა დაადგინა, რომ ჯოხარ ცარნაევმა დარჩენილი სიცოცხლე საპატიმროში უნდა გაატაროს. ძმებმა ცარნაევებმა ტერორისტული თავდასხმა 2013 წელს მოაწყვეს, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, 260-ზე მეტი კი დაშავდა.




კომენტარები:

ფართი შოპი