57 000 ინფიცირებული და 764 გარდაცვლილი - ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა

უცხოეთი 01 Aug 2020 17:54

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 57 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.



ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას 764 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე კი კოვიდ – 19-ით ჯამში 36 511 ადამიანი გარდაიცვალა.



ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე მესამე დღეა, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება.




კომენტარები:

ფართი შოპი