„საშინელებას დავატრიალებთ!“ - რა შეუთვალა გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამას

სამართალი 01 Aug 2020 16:52


გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ მას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა შეხვედროდა.

 


„მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

 

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

 

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 



კომენტარები:

ფართი შოპი