დავით ბაქრაძე: ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გასტუმრება

პოლიტიკა 01 Aug 2020 16:40

კასპში, მოსახლეობა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ’ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე მოსახლეობას ადგილზე შეხვედა და მათ პრობლემებს გაეცნო. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები, უმუშევრობის უპერსპექტივობის და ფასების ზრდის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ’ევროპული საქართველოს" ლიდერმა 2020 - ის საპარლამენტო არჩვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები ეს არის ქვეყანაში თითოეული ოჯახის არჩევნები თუ როგორ გაგრძელდება მათი მომავალი ცხოვრება.



,,უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, კრიმინალი, უპერსპექტივობა და უიმედობა, კორუფცია ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემების რაც ადამიანებს აწუხებთ კასპში და აწუხებთ მთელ საქართველოში. ამ ყველაფრის შესაცვლელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თითოეული მოქალაქის მოსვლას ოქტომბრის არჩევნებზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ერთადერთი გამოსავალი გახლავთ არჩევნები და არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გასტუმრება, სწორედ ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლის პირობა და ამიტომ არჩევნები არ ეკუთვნის პოლიტიკოსებს, არჩევნები ეკუთვნის ხალხს და არჩევნები არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში, რომ პასუხი მოთხოვონ არაფრის მაქნისს ხელისუფლებას და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესისკენ. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა ოქტომბრის არჩევნებზე და ბევრი ადამიანი დააფიქსირებს საკუთარ დამოკიდებულებას ყველა იმ პრობლემის მიმართ რომელიც დაგროვდა საქართველოში და რომელიც ხელს უშლის ჩვენს ხალხს ნორმალურ ცხოვრებაში“, - დავით ბაქრაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი