თენგიზ ცერცვაძე: შევეცდებით, საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ ფონზე საქართველოში შემთხვევების დღიური მაჩვენებლის ერთნიშნა რიცხვიდან ორნიშნამდე გაზრდა საგანგაშო არ არის. 



„საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება“, - აცხადებს ცერცვაძემ.



მისივე თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ არის, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ პირველი ტალღა გრძელდება.



„ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თუმცა ეს ჩემი, როგორც ექსპერტის აზრია. საქართველოში ცუდი პროგნოზები არ გამართლდა, რადგან მოსახლეობამ უმეტეს წილად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, შემთხვევების მატება კი ცალკეულ ლოკაციებს უკავშირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.



მისივე თქმით, პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინის გამოყენების შემდეგ გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.




კომენტარები:

ფართი შოპი